სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების სასწავლო კურსი (უფასო)

  • 1025

Tbilisi Published 05/09/2017 end: 15/09/2017


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

“Cyber Class” - კიბერუსაფრთხოების საფუძვლების სასწავლო კურსი სტუდენტებისთვის

  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE დაინტერესებულ სტუდენტებს კვლავ იწვევს სასწავლო კურსზე, რომლის მიზანია პერსპექტიული ახალგაზრდა სპეციალისტების დახმარება კიბერუსაფრთხოების საფუძვლების ათვისებაში, ასევე მათთვის სააგენტოში ამმიმართულებით დაგროვილი ცოდნის გაზიარება.

  პროექტი “კიბერ კლასი” (Cyber Class) სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევები შემდეგ დისციპლინებში: სისტემაზე ინფორმაციის შეგროვება, კომპიუტერული ექსპერტიზა, შეღწევადობის ტესტირება, მავნე კოდის ანალიზი, ე.წ. „Pcap“ და ლოგ ფაილების ანალიზი, ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლები.
იმისათვის რომ, სტუდენტმა შეძლოს აღნიშნული კურსის გავლა, აუცილებელია ფლობდეს საბაზისო ცოდნას შემდეგ სფეროებში: ნეტვორკინგი, კრიპტოგრაფია და ვებ დეველოპმენტი (Networking, Scripting, Web development).
სრული კურსი მოიცავს 7 სასწავლო კვირას. კვირაში გათვალისწინებულია ერთი 2-3 საათიანი ლექცია. ყოველი ლექცია თეორიულ მასალასთან ერთად მოიცავს სპეციალურ ლაბორატორიულ სამუშაოს. კურსისთვის მომზადდება შესაბამისი სახელმძღვანელოები და პრაქტიკული სავარჯიშოები, ასევე მოწვეული იქნება არაერთი ექსპერტი და დარგის სპეციალისტი კონკრეტული თემის მიხედვით პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად.

თითოეული ლექცია ჩატარდება შემდეგი გეგმის მიხედვით:

  •  პრეზენტაცია და წინასწარ დაგეგმილი თემის მოკლე განხილვა;
  •  ლაბორატორიულ სამუშაოების ირგვლივ დისკუსიები და სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაციების განხილვა;
  • წინასწარ განსაზღვრული თემის შესახებ მასალის მიწოდება;
  •  ლაბორატორიული სამუშაოს ახსნა და დავალების მიცემა.


  ახალგაზრდა თაობის განათლება და დახელოვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. „კიბერ კლასის“ მიზანია სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც, ბუნებრივია, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სპეციალისტები ესაჭიროება. ეს არის უნიკალური შანსი ახალგაზრდებისთვის, უშუალოდ დარგის სპეციალისტების მიერ მომზადებული სილაბუსის მიხედვით შეიძინონ საბაზისო ცოდნა კიბერუსაფრთხოების საფუძვლებში.
 

 

„კიბერ კლასის“ მორიგი სასწავლო კურსი გაიმართება მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე.

კურსზე რეგისტრაციის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 სექტემბერი, 2017 (კურსი უფასოა)
 

 

დაინტერესებულ სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს კურსზე რეგისტრაციისთვის შეუძლიათ თავიანთი CV გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: cyberclass@dea.gov.ge

დაინტერესებულ სტუდენტებს დამატებითი ინფორმაციისა და კურსზე რეგსიტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ CERT.GOV.GE-ს. ტელ.: 291 51 40; ელ.ფოსტა: cyberclass@dea.gov.ge; FB გვერდი:https://www.facebook.com/certgovge

 

წყარო:http://bit.ly/2wCquzn

 
სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო
51-100
Employee

სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო

More

Announcements 0

სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type