სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

ტრენინგი DCFTA-ის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის - გორში

  • 457

Gori Published 06/03/2018 end: 27/03/2018


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

პროექტი "საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა" 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით - "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე" - უზრუნველყოფილი შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობას ეხება. 

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

ჩატარდება ორდღიანი ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ზოგადი საკითხების გარშემო.

შემდგომ ეტაპზე ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციებისთვის გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსი. ორგანიზაციები მიიღებენ დაფინანსებას, რათა მათ მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება და გაუწიონ კონსულტაციები მცირე და საშუალო საწარმოებს DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელი შეუწყონ სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების და მცირე და საშუალო საწარმოების ურთიერთთანამშრომლობას DCFTA-ისთან დაკავშირებულ საკითხებში.

 

ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • რას წარმოადგენს DCFTA?
  • DCFTA-ის ძირითადი მოთხოვნები;
  • ნაბიჯები, რომელებიც უნდა გადადგას საწარმომ, რათა გაიტანოს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე;
  • მონაწილეობისთვის დასაშვები კრიტერიუმი: გამოცხადებულ ტრენინგში მონაწილეობისთვის განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და მუშაობენ სამიზნე რეგიონებში. ასევე, ტრენინგში მონაწილეობისათვის, თითოეულმა ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს მხოლოდ ერთი მსმენელი. 

 

ტრენინგების ჩატარების განრიგი: შიდა ქართლი, გორი - 26-27 მარტი 

 

პროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) როლის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის/SME-ების შესახებ წარმოებულ კამპანიებში; მათი უნარების გაძლიერება ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომისთვის მოსამზადებლად საჭირო დახმარების გასაწევად.

 

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ, "აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის" (EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით: საქართველოს "ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია" (ABCO, საქართველო), "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი" (GIP, საქართველო), "გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი" (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" (საქართველო), "ათინათი" (საქართველო) და ასოციაცია "კავკასიის გენეტიკა" (საქართველო).

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის "ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის" მიერ.

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: daghelishvili@gip.ge

 
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
11-50
Employee

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

More

Announcements 0

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type