სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

წესები (en)

გთხოვთ, გაეცნოთ და შემდეგ განახორციელოთ ნებისმიერი სახის (სპორტული და მუსიკალური კონცერტების) ბილეთის  შესყიდვა ვებ გვერდზე.

 

1. ზოგადი ნაწილი

1.1. შპს ”ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი”  (შემდგომში კომპანია) ფლობს და ამუშავებს აღნიშნულ ვებგვერდს (შემდგომში ვებგვერდი); 

1.2. მხოლობით რიცხვში მოცემული სიტყვები მრავლობით რიცხვსაც გულისხმობს და პირიქით; სიტყვები რომელიც გამოხატავს მამრობით სქესს, ასევე გულისხმობს მდედრობით სქესსაც; სიტყვები რომელიც გამოხატავს პირებს (ადამიანებს), ასევე გულისხმობს კომპანიებს, ამხანაგობებს და სხვა იურიდიულ პირებსაც.

1.3. წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული დასათაურებები, მხოლოდ ტექსტში სანავიგაციო მიზნებს ემსახურება და გავლენას არ ახდენს მის განმარტებაზე/მნიშვნელობაზე. 

1.4.  წინამდებარე წესები და პირობები, ასევე საიტზე და ელ-ფოსტებში მოცემული ინფორმაცია რომელსაც კომპანია თქვენ მოგაწვდით, წარმოადგენს თქვენსა და კომპანიას შორის სამართლებრივ ხელშეკრულებას, ამ ვებგვერდის და კომპანიის მიერ გაწეული სერვისების წვდომასთან და სარგებლობასთან დაკავშირებით (შემდგომში შეთანხმება). ამ ვებგვერდის წვდომით, თვალიერებით ან/და სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით შეთანხმებას, მათ შორის წესებს და პირობებს და დაემორჩილებით ყველა მოქმედ კანონს და ნორმას. თუ წესებს არ ეთანხმებით, ნუ ისარგებლებთ ვებგვერდით.

1.5. თქვენ ასევე ადასტურებთ თქვენს სრულწლოვანებას, კომპეტენციას და უფლებამოსილებას, ისარგებლოთ აღნიშნული ვებგვერდით.     

1.6. ამ ვებგვერდით სარგებლობის წინაპირობად, თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ არ გამოიყენოთ ვებგვერდი უკანონო ან ამ წესების მიხედვით აკრძალული რაიმე მიზნისთვის. არ ისარგებლოთ ვებგვერდით თუ ეს რაიმე სახით აზიანებს, მწყობრიდან გამოიყვანს, გადატვირთავს ან არასათანადოდ ამუშავებს სერვერს ან ქსელს (ქსელებს), სადაც მიერთებულია კომპანიის რომელიმე სერვერი ან ერევა ნებისმიერი მხარის მიერ ვებგვერდით სარგებლობაში.

 

2. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

2.1. აღნიშნულ ვებგვერდზე განტავსებული ნებისმიერი ხასიათის ინფორმაცია და კონტაქტი ექვემდებარება ცვლილებებს და განახლებებს, განსაკუთრებით კი ეს ეხება ბილეთების ფასებს და ღონისძიებების თარიღებს. 

2.2. ვებგვერდი შესაძლოა განთავსდეს და მომხმარებელს შესთავაზოს ინფორმაცია, რაც არ ეკუთვნის ან/და არ კონტროლდება კომპანიის მიერ, მათ შორის და არა მხოლოდ სპორტული და მუსიკალური ღონისძიებების განრიგები. მაგალითად, როდესაც სპორტული ღონისძიებების თარიღები ქვეყნდება, კომპანია სრულიად დამოკიდებულია მესამე მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე.  ამასთან, თქვენ მოგეთხოვებათ დაადასტუროთ ამ ვებგვერდის საშუალებით გამოქვეყენებული მესამე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კომპანია ყველა ზომას იღებს გამოაქვეყნოს სწორი ინფორმაცია, მაგრამ პასუხისმგებლობას არ იღებს, მესამე მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და თქვენც არ უნდა დაეყრდნოთ მესამე მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, დამოუკიდებლად გადამოწმების გარეშე.   

2.3. ვებგვერდი შესაძლოა მოიცავდეს, თემატურად დაკავშირებულ ვებგვერდებს, როგორიცაა სასტუმროების ძიების/დაჯავშნის ვებგვერდები და ა.შ. აღნიშნულ ვებგვერდებთან თქვენი მიმოწერა ან საქმიანი გარიგებები, მათ შორის ანგარიშსწორება და პროდუქტის/საქონლის მიწოდება და ნებსიმიერი სხვა წესი, პირობა, განცხადება რაც დაკავშირებულია აღნიშნულ გარიგებებთან, ერთმნიშვნელოვნად გეხებათ თქვენ და აღნიშნულ ვებგვერდს. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ან ვალდებული რაიმე სახის ზარალთან ან ზიანთან, რაც შეიძლება დადგეს ასეთი გარიგებების შედეგად.

 

3. შესყიდვები ვებგვერდის მეშვეობით

 

3.1. შეკვეთა

31.1. თქვენ თანხმობას აცხადებთ წარმოადგინოთ კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, რათა დამუშავდეს და დასრულდეს შესყიდვის პროცესი, მათ შორის და არა მხოლოდ თქვენი პასპორტის ასლის და ნებისმიერი დამატებითი დეტალის და დოკუმენტის წარმოდგენა.  

3.1.2. მას შემდეგ რაც ვებგვერდზე განათავსებთ თქვენს შეკვეთას, ”გაგზავნა” ღილაკზე დაჭერით, თქვენი შეკვეთა გადაეცმა კომპანიას დასტურისა და შესრულებისთვის. შეკვეთის დადასტურების მომენტიდან, თქვენ არ შეგიძლიათ შეკვეთის შეცვლა ან/და გაუქმება, გარდა კომპანიის მიერ წინასწარი თანხმობის შემთხვევისა და იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით რაც ჩამოთვლილია თავში სახელწოდებით ”შეკვეთის გაუქმება” (იხ. მე-4-ე თავი ქვემოთ). თქვენ მიიღებთ დასტურის წერილს ელ-ფოსტაზე ან სხვა შეტყობინებას (თუ ბილეთები ვერ დასტურდება) შეკვეთიდან ერთი (1) სამუშაო დღის ვადაში. დაუდასტურებელი შეკვეთები (კომპანიის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე) სავალდებულო არ იქნება თქვენი და თქვენი კომპანიისთვის.  

3.1.3. ვებგვერდზე თქვენი შეკვეთის განმთავსებით და თქვენი საკრედიტო ბარათის დეტალების წარმოდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია დაბლოკავს თქვენს საკრედიტო ლიმიტს და შემდგომ (შეკვეთის დადასტურებისთანავე) საკრედიტო ბარათიდან მოხსნის შესაბამის თანხას.  თქვენი საკრედიტო ბარათის დეტალების საკრედიტ ბარათის კომპანიის მიერ დადასტურების შემდეგ, და იმის გათვალისწინებით რომ შეკვეთილი ბილეთები ხელმისაწვდომია, თქვენი შეთავაზების შესრულება შესაძლებელია.

3.1.4. ზოგიერთ შემთხვევაში, ძირითადად კი აშშ-ში მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებში და შოუებში, ვებგვერდმა მომხმარებელი შეიძლება გადაამისამართოს გარე ვებგვერდზე, რომელსაც ამუშავებს პარტნიორი მისამართზე: http://tickets4usa.sportsevents365.com (შემდგომში tickets4usa). მომხმარებლის მიერ tickets4usa -ზე განხორციელებული ყველა შესყიდვას ახორციელებს და ემსახურება tickets4usa, იმ წესების მიხედვით რომელსაც მომხმარებელი ეთანხმება შეკვეთის განთავსებამდე. კომპანია ხაზგასმით უგულებელყოფს პასუხისმგებლობას კონტენტზე, რომელიც მოცემულია tickets4usa-ზე, ასევე იმ ტრანზაქციებზე რასაც ახორციელებს მომხმარებელი.  

 

3.2. ფასების პოლიტიკა

ფასი, რომლის გადახდაც გეკისრებათ, არის ის რაც მითითებულია ვებგვერდზე, შესყიდვის დღეს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია უფლებას იტოვებს შეცვალოს ბილეთების ან/და მომსახურების ფასები, წინასწარი შეტყობინების გარეშე. ვებგვერდზე შეკვეთის განთავსებით თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ შეკვეთილი ბილეთები როგორც წესი იყიდება უფრო მაღალ ფასზე, ვიდრე მათი დაბეჭდილი ნომინალური ღირებულებაა. 

 

3.3.  ანგარიშსწორების საშუალებები

თუ კომპანიის მიერ ანგარიშსწორების სხვა საშუალებები არ არის მითითებული წინასწარ, ვებგვერდზე შესყიდვის ანგარიშსწორება ხდება მოქმედი საკრედიტო ბარათის მეშვეობით, რომელსაც ამოწმებს კანონიერ მოქმედი საკრედიტო ბარათის კომპანია, რაც თავის მხრივ კომპანიის მიერ მიღებულია ან/მისი საკრედიტო პროვაიდერის მიერ.   

 

3.4. ბილეთების მიწოდება

3.4.1. თქვენ პასუხისმგებელი ხართ კომპანია უზრუნველყოთ მიწოდების სწორი მისამართით, ასევე სხვა დეტალებით რასაც კომპანია მოითხოვს ბილეთების ზუსტი და დროული მიწოდებისთვის. თქვენ ვალდებული ხართ კომპანიას აცნობოთ მიწოდების საბოლოო დეტალები ან ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მოვლენის თარიღამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა. 

3.4.2. კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს თუ თქვენს მიერ შეკვეთის განთავსების დროს ან შემდგომ მიწოდებული არასწორი დეტალების გამო ვერ მოხდა დადასტურებული ბილეთების სწორი მიწოდება.  ასეთ შემთხვევაში, თქვენ სრულად გადაიხდით შეკვეთის საფასურს, გადაცემის ხარჯების ჩათვლით. ყურადღებით შეავსეთ მონაცემების ველი. გაითვალისწინეთ კანონის თანახმად აკრძალულია ცრუ მონაცემების წარდგენა.

3.4.3. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას, თუ კი თქვენ არ მიიღეთ ან ვერ აიღეთ მიწოდებული ბილეთები. ამ შემთხვევაში, ბილეთები მიწოდებულად ითვლება და სრულად გადაიხდით შეკვეთის საფასურს, მიწოდების ხარჯების ჩათვლით.  

3.4.4. კომპანია ასევე არ იღებს პასუხისმგებლობას, თუ დადასტურებული ბილეთები წესის დაცვით მიაწოდეს მომხმარებლის მისამართზე, როგორც მომხმარებელმა მიუთითა წინასწარ, თუმცა ბილეთების მიმღებმა მომხმარებელს არ გადასცა ბილეთები. მაგალითად, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას თუ ბილეთები მიაწოდეს სასტუმროს/შენობის მისაღებში, მაგრამ მომხმარებლებმა ვერ მიიღეს ბილეთები, რადგან სასტუმროს პერსონალმა ვერ შეძლო მომხმარებლისთვის ბილეთების გადაცემა.

3.4.5. კომპანია უფლებას იტოვებს შეცვალოს ბილეთების მიწოდების მეთოდი (ფორმა) (მაგალითად,  სასტუმროს მიწოდებიდან აღების წერტილიამდე), თუ საჭიროა. ასეთ შემთხვევაში, კომპანია დროულად გაცნობებთ  და პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას არ იღებს ასეთი ცვლილებებით გამოწვეულ ზიანზე. აღნიშნული არ გულისხმობს კონტრაქტის დარღვევას კომპანიის მხრიდან. 

 

4. შეკვეთის გაუქმება

4.1. ყველა დადასტურებული შეკვეთა სავალდებულოა და ვერ გაუქმდება კომპანიის წინასწარი წერილობითი დასტურის გარეშე. 

4.2. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიას თუ მოეთხოვება, შეუძლია გადაყიდოს თქვენი ბილეთი, რათა მაქსიმალურად აღადგინოს თქვენი თანხა. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ეს არსებითად ნაკლები იყოს, ვიდრე რაც თავდაპირველად გადაიხადეთ და ასევე გარანტიას ვერ მოგცემთ რომ საერთოდ გაიყიდება. ბილეთების გადაყიდვა ექვემდებარება კომპანიისთვის საკომისიოს გადახდას. 

 

5. სპეციალური პირობები და ვალდებულებები

5.1. კომპანია არ არის ვალდებული, თუ თქვენ უარი გეთქვათ რაიმე მოვლენაზე დაშვებაზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ ასეთი არ დაშვება გამომდინარეობს კომპანიის არასწორი საქციელისგან.

5.2. თქვენ მოვლენას/ღონისძიებას დაესწრებით თქვენი რისკებით. კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზიანზე, რაც შეიძლება მოგადგეთ ამ ღონისძიებაზე მგზავრობისგან ან დასწრებისგან.

5.3. თქვენ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ხართ მოიპოვოთ სწორი თარიღები, ღონისძიებების დაწყების თარიღები, მიწოდების ან აღების დეტალები.

5.4. ბილეთებს არ შეგიცვლიან თუ თქვენ დაკარგეთ, მოგპარეს ან დაგიზიანდათ ბილეთები, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული არ მომხდარა კომპანიის დაუდევარი ან გამიზნული ქმედების შედეგად.

5.5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ მოგაწოდებთ დადასტურებულ ბილეთებს ან მოქნილი ბილეთები, შესაბამისი მიზეზებით, კომპანიის ერთადერთი ვალდებულება და პასუხისმგებლობა მდგომარეობს შესყიდული ბილეთების 100%--ით ანაზღაურებაზე. აღნიშნული ვალდებულება ექვემდებარება 5.6. პუნქტს.

5.6. იშვიათ შემთხვევებში, თქვენ გადააწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: დაგვიანებული მიწოდება, ბილეთების სხვა კატეგორიის მიწოდება, სტადიონის პრობლემები ან სხვა ტიპის სირთულეს.  ასეთ იშვიათ შემთხვევებში, თქვენ დაყოვნებლივ უნდა დაეკონტაქტოთ მომხმარებლების სერვისს, ცხელი ხაზის ნომერებზე +353-1-526-2839 და +34-93-1846750. კომპანია ყველა ზომას იღებს რათა მოულოდნელი საკითხები ადვილად გადაიჭრას და მოგვარდეს. ამასთან, კომპანია არ არის პასუხისმგებელი არცერთ პრობლემაზე, რაც ვერ დაფიქსირდა ამ ნაწილის შესაბამისად. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ პრობლემაზე, რომელიც შესაბამიწი წესით გადაიჭრა გამოვლენისთანავე.  გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებლის სერვისთან დაკავშირება ავტომატურად კომპენსაციის უფლებას არ გულისხმობს (სრულად თუ ნაწილობრივ).

5.7. თქვენს, როგორც ბილეთების მყიდველის მიმართ კომპანიის ვალდებულებების გარდა, კომპანია არ კისრულობს ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას იმ მესამე მხარეების მიმართ, რომლებიც იყენებენ შესყიდულ ბილეთებს.

5.8. ფორს მაჟორი: კომპანია არ კისრულობს ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას, თუ მომხმარებელი ვერ ესწრება ან ვერ მიდის ღონისძიებაზე ან/და ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო იმ მიზეზების გამო, რაც კომპანიის კონტროლს აღემატება, მაგალითად: ამინდის გაუარესებული პირობები, გაფიცვები, სამოქალაქო არეულობები, კომპეტენტური ორგანოების ან/და ორგანიზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, და ა.შ.

5.9. იშვიათ შემთხვევებში, კომპანია თქვენთვის ბილეთებს უზრუნველყოფს უარეს კატეგორიაში, ვიდრე ეს დადასტურებულია, კომპანია აგინაზღაურებთ განსხვავებას, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფასების მიხედვით, შესყიდვის დღეს. იშვიათ შემთხვევაში, როდესაც კომპანია მოგაწვდით ბილეთებს მოწინააღმდეგე გუნდის სექციაში, ნაცვლად თქვენს მიერ დფდასტურებულისა, თქვენ აგინაზღაურებენ 5%-25%-ს ინდივიდუალური შემთხვევის გათვალისწინებით და კომპანიის შეხედულებისამებრ.

5.10. კომპანია ვალდებულია თავისი მომხმარებლები დასვას წყვილად, თუ სხვა რამ არ არის მითითებული (მაგალითად, ბილეთები ვებგვერდზე მითითებულია როგორც ცალ-ცალი ბილეთი).  იშვიათ შემთხვევაში, რა დროსაც კომპანია მოგაწვდით ბილეთებს, რომელიც არ შეესაბამება კომპანიის მიერ დადასტურებულს, თქვენ აგინაზღაურდებათ ცალკე ადგილისთვის, ბილეთის გადახდილი ფასის 3% - 15 % ოდენობით, რაც გამომდინარეობს წარმოდგენილი ბილეთების მიხედვით ადგილებს შორის ფაქტობრივი მანძილიდან.

5.11. ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ხართ, დაემორჩილოთ ადგილობრივი უფლებამოსილი ორგანოების ან/და ღონისძიების ორგანიზატორების წესებს, რეგულაციებს, პოლიტიკას და ქცევის კოდექსს. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზარალზე რაც შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში თუ ღონისძიებაზე არ შეგიშვეს ან გამოგაგდეს ადგილობრივმა ორგანოებმა ან ორგანიზატორებმა. 

 

6. ვალდებულებების შეზღუდვა

მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არცერთ შემთხვევაში, კომპანია ან მისი რომელიმე სუბსიდიარი, ფილიალი, აქციონერი, დირექტორი, თანამშრომელი, ლიცენზიის მფლობელი ან მომწოდებელი (კომპანიის მხარეები) პასუხისმგებლობას არ იღებენ ერთობლივად თუ ცალცალკე, თქვენს მიმართ ან ნებისმიერი პირის მიმართ, იმის გამო, რომ თქვენ ისარგებლეთ ან შეხვედით ვებგვერდზე, რაც ჩანს ვებგვერდის მეშვეობით და ასევე მასთან დაკავშირებული მომსახურებით, ნებისმიერი არაპირდაპირი, თანმიმდევრული, შემთხვევითი, სპეციალური, სადამსჯელო ან თვალსაჩინო ზიანისთვის, მათ შორის და არა მხოლოდ, იმ ზარალისთვის რაც დადგა შემოსავლის, მოგების, მონაცემთა ან სხვა პასივების გამოყენებით, (ერთობლივად ”გამორიცხული ზარალი”), მიუხედავად იმისა ხასიათდება თუ არა ეს მოვლენა დაუდევრობით, სამართალდარღვევით, ან ვალდებულების სხვა ფორმაით, თუნდაც კომპანიის რომელიმე მხარეს აცნობეს ამ შესაძლებლობის შესახენ ან შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ ნებისმიერი ზემოაღნიშნული გამორიცხული ზარალი, მიუხედავად გამოსწორების შეზღუდული ფორმის შეუსრულებლობის არსებითი მიზეზისა. თუ ნებისმიერი მოქმედი უფლებამოსილი ორგანო, წინამდებარე ნაწილს გამოაცხადებს ძალადაკარგულად, მაშინ კომპანიის მხარეების ვალდებულება შეიზღუდება მოქმედი კანონმდებლობის სრული შესაძლებლობით.    

 

7. ანაზღაურება / კომპენსაცია

თქვენ თანხმობას აცხადებთ აუნაზღაუროთ, და დაიცვათ კომპანია, მისი დირექტორები, თანამშრომლები, ლიცენზიის მფლობელები, მომწოდებლები და ნებისმიერი მესამე მხარე ზარალისგან ნებისმიერი საჩივრის, ზარალის, ხარჯის, ზიანის და გადასახადებისგან, მათ შორის ადვოოკატის ხარჯებისგან, რაც დადგება თქვენს მიერ წინამდებარე პირობების დარღვევის შედეგად. 

 

8.  შეწყვეტა

კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს მიწოდების მომსახურება ვებგვერდის მეშვეობით ან/და შეწყვიტოს ვებგვერდის ფუნქციონირება, მთლიანად ან ნაწილობრივ, საკუთარი შეხედულებისამებრ. ეს ნაწილი არ ვრცელდება იმ შეკვეთებზე, რომელიც დადასტურდა კომპანიის მიერ შეწყვეტის პროცესის დაწყებამდე.

 

10. ზოგადი ნაწილი

წინამდებარე წესები წარმოადგენს განუყოფელ ხელშეკრულებას თქვენსა და კომპანიას შორის, ამ ვებგვერდთან და ვებგვერდის მომსახურებასთან დაკავშირებით. ამ ვებგვერდით სარგებლობა არ არის ავტორიზებული იმ იურისდიქციის ფარგლებში სადაც არ მოქმედებს აღნიშნული წესები, მათ შორის ამ პარაგრაფის ჩათვლით. თუ ამ წესების რომელიმე პირობა ძალადაკარგულად გამოცხადდა, ასეთი პირობა შეიძლება მოდიფიცირდეს რათა კვლავ შევიდეს ძალაში და ამგვარად მოდიფიცირებული მთლიანი წესები კვლავ ინარჩუნებს სრულ იურიდიულ ძალას. ნებისმიერი უფლების ან პრივილეგიის შეუსრულებლობა ან დაყოვნება, არ განიხილება როგორც უარი უფლებებზე, არც ნაწილობრივი ან ცალკეული შესრულება არ ნიშნავს სხვა უფლების ან პრივილეგიის შეფერხებას.

კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს, შეტყობინების ან ვალდებულების გარეშე შეცვალოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ვებგვერდზე წარმოდგენილი მომსახურების ან კონტენტის ნებისმიერი ასპექტი. 

თქვენ პერიოდულად უნდა შეამოწმოთ ვებგევრდზე განთავსებული წესები და პერსონალური მონაცემების წესები, რათა გაიგოთ მიმდინარე წესების და ინსტრუქციების შესახებ. თქვენს მიერ ვებგვერდით შემდგომი სარგებლობა გულისხმობს აღნიშნული ცვლილებების/გადახედვის დადასტურებას.

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type