სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი - გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი

  • 2553

various
  • Abasha
  • Adigeni
  • Ambrolauri
  • Asipdza
  • Akhalgori
  • Akhalkalaki
  • Akhaltsikhe
  • Akhmeta
  • Baghdati
  • Bolnisi
  • Borjomi
  • Gardabani
  • Gori
  • Gurjaani
  • Dedoplistskaro
  • Dmanisi
  • Dusheti
  • Vani
  • Zestaponi
  • Zugdidi
  • Tetritskaro
  • Telavi
  • Terjola
  • Tianeti
  • Kaspi
  • Lagodekhi
  • Lanchkhuti
  • Lentekhi
  • Marneuli
  • Martvili
  • Mestia
  • Mtskheta
  • Ninotsminda
  • Ozurgeti
  • Oni
  • Sagarejo
  • Samtredia
  • Sachkhere
  • Senaki
  • Sighnaghi
  • Tkibuli
  • Kareli
  • Keda
  • Kobuleti
  • Kazbegi
  • Kvareli
  • Shuakhevi
  • Chokhatauri
  • Chkhorotsku
  • Tsageri
  • Tsalendjikha
  • Tsalka
  • Tskaltubo
  • Tchiatura
  • Kharagauli
  • Khashuri
  • Khelvachauri
  • Khobi
  • Khoni
  • Khulo
Published 25/01/2018 end: 31/12/2018


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
  პროექტი ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს:

  1.  სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;
  2.  შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია 3 ძირითადი წყაროს გამოყენებით:

  1.  სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური ღირებულების 40%, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა;
  2.  შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
  3.  ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა - პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%, საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით.

შენიშვნა: დასაშვებია ბენეფიციარის მიერ დამატებით მოძიებულ იქნას პროექტის დაფინანსების სხვა წყაროები.

 

გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი
 

კომპონენტის მიზნები:

  • მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია;
  • გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია;
  • სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესება;
  • სანედლეულო ბაზის განვითარება;
  • სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

 

კომპონენტის შესახებ:

  კომპონენტი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისათვის (მათ შორის სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას;

ფინანსური დახმარება ითვალისწინებს:

  •  შეღავათიან აგროკრედიტს/შეღავათიან აგროლიზინგს;
  •  სააგენტოს თანადაფინანსება (გრანტი)*.
  • სააგენტოს თანადაფინანსება (გრანტი) - სააგენტოს მიერ ბენეფიციარის უსასყიდლო მიზნობრივი თანადაფინანსება (დახმარება) რომელიც არ წარმოადგენს გრანტების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გრანტს და ექვემდებარება დაბეგვრას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

http://apma.ge/projects/read/grant/11:child

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" ცხელ ხაზზე: 1501 ან  +995 032 2470101 "

 

 
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
51-100
Employee

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

More

Announcements 9

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

Grants

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type