სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა - პირველადი წარმოების კომპონენტი

  • 3170

various
  • Abasha
  • Adigeni
  • Ambrolauri
  • Asipdza
  • Akhalgori
  • Akhalkalaki
  • Akhaltsikhe
  • Akhmeta
  • Baghdati
  • Bolnisi
  • Borjomi
  • Gardabani
  • Gori
  • Gurjaani
  • Dedoplistskaro
  • Dmanisi
  • Dusheti
  • Vani
  • Zestaponi
  • Zugdidi
  • Tetritskaro
  • Telavi
  • Terjola
  • Tianeti
  • Kaspi
  • Lagodekhi
  • Lanchkhuti
  • Lentekhi
  • Marneuli
  • Martvili
  • Mestia
  • Mtskheta
  • Ninotsminda
  • Ozurgeti
  • Oni
  • Sagarejo
  • Samtredia
  • Sachkhere
  • Senaki
  • Sighnaghi
  • Tkibuli
  • Kareli
  • Keda
  • Kobuleti
  • Kazbegi
  • Kvareli
  • Shuakhevi
  • Chokhatauri
  • Chkhorotsku
  • Tsageri
  • Tsalendjikha
  • Tsalka
  • Tskaltubo
  • Tchiatura
  • Kharagauli
  • Khashuri
  • Khelvachauri
  • Khobi
  • Khoni
  • Khulo
Published 25/01/2018 end: 31/12/2018


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
  პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში. 
პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში.
   


  პროგრამის მიზნები:

  •  პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა;
  •  არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;
  •  მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
  •  საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;


პროგრამის კომპონენტები:
პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.

  •  პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
  •  გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;

 

პირველადი წარმოების კომპონენტის თანადაფინანსების პირობები:

  •   პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების - 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60% -ს;
  • პირველადი წარმოების მიზნობრიობით, პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალური ფერმერებისთვის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული პირებისთვის (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის) არაუმეტეს 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში,  ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის არაუმეტეს  150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, კოოპერატივზე გასაცემი თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება კოოპერატივების წევრების რაოდენობის შესაბამისად, წევრზე არაუმეტეს 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. 

 

დაფინანსების მიზნობრიობა:

  •  არსებული ან/და ახალი ბაღების განახლება/გაშენება - ნიადაგის მართვის ტექნოლოგიების დანერგვა, თანამედროვე სარწყავი სისტემებით და სეტყვისგან დამცავი ბადეებით უზრუნველყოფა;
  •  საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება;
  •  ორგანული და კონსერვაციული სოფლის მეურნეობა;
  •  მცირე ზომის სასათბურე მეურნეობების მოწყობა/განახლება;
  •  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობის შეძენა (ახალი არაუმეტეს 50 ცხენისძალიანი ტრაქტორის შეძენა).
  • თაფლის წარმოების თანადაფინანსება ხორციელდება შემდეგი მიზნობრიობებით:
  • თაფლოვანი კულტურების გაშენება;
  • სკების შეძენა;
  • ფიჭის ასათლელი (მათ შორის დანა ელექტროგამაცხელებლით) დანადგარის შეძენა;
  • ცვილის სადნობის (ელექტრონული, ორთქლზე პრესის სისტემით) შეძენა;
  • რეფრაქტომეტრის (თაფლში ტენიანობის განმსაზღვრელი) შეძენა;
  • თაფლის საწურის შეძენა;
  • თაფლის შესანახი ავზების (მათ შორის ფიჭის ანათლის ავზი) შეძენა;
  • ფიჭის საბეჭდი დანადგარის შეძენა;
  • ფუტკრის სკების გადასატანი ლაფეტის შეძენა.

თაფლოვანი კულტურების გაშენების შემთხვევაში, ბენეფიციარმა, გარდა პროგრამით განსაზღვრული დოკუმენტაციისა, უნდა წარმოადგინოს ცნობა სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან“ გასაშენებელი კულტურის თაფლოვან კულტურასთან შესაბამისობის შესახებ, ასევე ერთ ჰექტარზე გასაშენებელი/დასათესი კულტურის ნერგების/სათესლე მასალის დასაშვები მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობის შესახებ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  •  პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი);
  •  სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართობი ერთ პირზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.1 ჰა -ს და არაუმეტეს 10 ჰა -ს ან უნდა ფლობდეს სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს;
  •  სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით თანადაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს წვდომა განახლებად სარწყავ წყალთან.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორი/მოტობლოკი) ან/და იმპლიმენტების/ინსტრუმენტების შესყიდვის შემთხვევაში ბენეფიციარი უნდა ფლობდეს (საკუთრებაში ან/და იჯარით სახელმწიფოსგან) სასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთს 0,1 ჰა-დან  25 ჰა ჩათვლით.
კომერციული იურიდიული პირის შემთხვევაში (გარდა პროგრამით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) არ დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა (ტრაქტორი/მოტობლოკი) და იმპლიმენტების/ინსტრუმენტების შეძენა.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

http://apma.ge/projects/read/agricultural_industry/54:child

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" ცხელ ხაზზე: 1501 ან  +995 032 2470101 "

 

 
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
51-100
Employee

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

More

Announcements 9

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

Grants

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type