სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

  • 1754

various
  • Abasha
  • Zugdidi
  • Lanchkhuti
  • Martvili
  • Ozurgeti
  • Senaki
  • Keda
  • Shuakhevi
  • Chokhatauri
  • Chkhorotsku
  • Tsalendjikha
  • Khobi
  • Khulo
Published 25/01/2018 end: 31/12/2018


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

პროგრამის მიზნები:

  •  საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა;
  •  როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია;
  •  მოსახლეობის დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  •  ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.

 

პროგრამის ზოგადი პირობები:

  •  პროგრამის ფარგლებში ხორციელდება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის* სარეაბილიტაციო სამუშაოების* თანადაფინანსება. 
  • დაფინანსდება პროგრამის ბენეფიციარის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60% -ის ოდენობით, ხოლო ჩაის პლანტაცი(ებ)ის იჯარის უფლებით მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70% -ის ოდენობით;
  •  დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 80% -ის ოდენობით, ხოლო ჩაის პლანტაცი(ებ)ის იჯარის უფლებით მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90% -ის ოდენობით;
  •  სააგენტო პოგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ჩაის პირველადი დამუშავების* მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.
  • სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ ჰა-ზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2 500 ლარს (დღგ -ს ჩათვლით). იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა -ზე აღემატება 2 500 ლარს, თანადაფინანსების მოცულობის დადგენა 1 ჰა -ზე განხორციელდება 2 500 ლარიდან გამომდინარე.
  •  სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს შეასრულებს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეული რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიებიდან ერთ-ერთი.
  •  პროგრამის ბენეფიციარის* საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ი ან პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი არ უნდა შეადგენდეს 5 ჰა -ზე ნაკლებს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა -ს;
  •  პროგრამის ბენეფიციარმა (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) უნდა უზრუნველყოს ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა/გაფართოება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უნდა უზრუნველყოს ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი შენობა-ნაგებობის შექმნა/გაფართოება.
  •  სააგენტო განახორციელებს პროგრამის ბენეფიციარებისათვის ტექნიკურ დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში და სხვა. 

 

 

პროგრამის ფარგლებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი:  

  •  ჩაის პლანტაციის გაწმენდა (ხეებისგან, მეტალის და ბეტონის ნარჩენებისგან, უცხო საგნებისგან);
  •  პლანტაციის მძიმე ან ნახევრადმძიმე გასხვლა;
  •  სადრენაჟე არხის მოწყობა (სადრენაჟე არხის მოწყობა შესაძლებელია პლანტაციის მძიმე ან ნახევრად მძიმე გასხვლამდეც);
  •  რიგთაშორის ნიადაგის დამუშავება/გაფხვიერება (ზედაპირული გაფხვიერება 15-20 სმ სიღრმეზე);
  •  პირველ წელს სასუქების და სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების (მათ შორის ბიო) შესყიდვა;

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

http://apma.ge/projects/read/project_scope/12:parent

 

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" ცხელ ხაზზე: 1501 ან  +995 032 2470101 "

 
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
51-100
Employee

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

More

Announcements 9

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

Grants

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type