სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსება - პროექტი "დანერგე მომავალი"

  • 4799

various
  • Tbilisi
  • Abasha
  • Adigeni
  • Ambrolauri
  • Asipdza
  • Akhalgori
  • Akhalkalaki
  • Akhaltsikhe
  • Akhmeta
  • Batumi
  • Baghdati
  • Bolnisi
  • Borjomi
  • Gardabani
  • Gori
  • Gurjaani
  • Dedoplistskaro
  • Dmanisi
  • Dusheti
  • Vani
  • Zestaponi
  • Zugdidi
  • Tetritskaro
  • Telavi
  • Terjola
  • Tianeti
  • Kaspi
  • Lagodekhi
  • Lanchkhuti
  • Lentekhi
  • Marneuli
  • Martvili
  • Mestia
  • Mtskheta
  • Ninotsminda
  • Ozurgeti
  • Oni
  • Rustavi
  • Sagarejo
  • Samtredia
  • Sachkhere
  • Senaki
  • Sighnaghi
  • Tkibuli
  • Poti
  • Kareli
  • Keda
  • Kobuleti
  • Kutaisi
  • Kazbegi
  • Kvareli
  • Shuakhevi
  • Chokhatauri
  • Chkhorotsku
  • Tsageri
  • Tsalendjikha
  • Tsalka
  • Tskaltubo
  • Tchiatura
  • Kharagauli
  • Khashuri
  • Khelvachauri
  • Khobi
  • Khoni
  • Khulo
Published 25/01/2018 end: 31/12/2018


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

  პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
   

პროექტი მიზნად ისახავს:

  1.  საქართველოში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
  2.  ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.

 

ბაღების კომპონენტი
 ბაღების კომპონენტი ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას.

 

ფინანსური დახმარება:

  • ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით. 
  • ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%, როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაშიც, ამავდროულად დადგენილია თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა. ნერგების იმპორტის შემთხვევაში 1 ნერგზე დადგენილი დაფინანსების მაქს. თანხობრივი ლიმიტი იზრდება 20% -ით. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 50% (დღგ - ს ჩათვლით), მაგრამ არაუმეტეს    2 500 ლარისა 1 ჰა-ზე

 

ტექნიკური დახმარება:
ინტენსიური ბაღის მოვლისათვის აუცილებელი ცოდნით აღჭურვისათვის იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში:

  1.  გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება;
  2.  მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა - IPM;
  3.  ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები;
  4. ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს ბენეფიციარის ვალდებულებას და აისახება ბენეფიციართან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში; 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

http://apma.ge/projects/read/plant_future/20:child

 

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" ცხელ ხაზზე: 1501"

 
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
51-100
Employee

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

More

Announcements 9

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

Grants

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type