სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი

ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი

შესახებ

ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრს უკვე 300-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს საბანკო სექტორში!

ყველას აინტერესებს,როგორ საქმდებიან ასე სწრაფად და მარტივად ცენტრის კურსდამთავრებულები.
მოკლედ გიამბობთ ჩვენ შესახებ - ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი 2011 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე და უმოკლეს დროში მოახერხა ლიდერი გამხდარიყო ამ სექტორში.

2014 წლის 10 იანვარს ცენტრმა ფუნქციონირება განაგრძო დამოუკიდებელ სამართლებრივ-ორგანიზაციულ ფორმად.

მთავარი მიზანი და ამოცანა იყო კვალიფიციური კადრების გადამზადებით დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა ქვეყანაში,ასევე მოსწავლეთა და აბიტურიენტთა უმაღლესი შეფასებები გამოცდებზე.
თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიზანი და ამოცანა მიღწეულია, უმოკლეს დროში შევძელით, რომ დღეს ჩვენი გადამზადებული 300-ზე მეტი ახალგაზრდა წარმატებით მუშაობს საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში.
(იხ. Facebook ალბომი „ჩვენი დასაქმებული მსმენელები").

ცენტრი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიციური კადრებით, სერტიფიცირებული პროფესორ- მასწავლებლებით, აკადემიური დოქტორებით, პრაქტიკოსი ტრენერებით, რომლებიც მაღალ დონეზე უძღვებიან სკოლის მოსწავლეების, აბიტურიენტების მომზადებას, (როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად) ნებისმიერ სასწავლო დისციპლინასა და  სხვადასხვა ტრენინგ-კურსებში, სტაჟირებითა და დასაქმების ხელშეწყობით.
 

განცხადებები

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი