სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი
სსიპ ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი

ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი

შესახებ

ცენტრის მიზნებია: 

  1. მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის მიმართულებით გასატარებელი რეფორმის ხელშეწყობა;
  2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა (შემდეგში - სამინისტრო) და ,,ეფექტიანი მმართველობითი სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №637 განკარგულებით შექმნილი ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის სახელმწიფო კომისიის (შემდეგში - სახელმწიფო კომისია) საქმიანობის ხელშეწყობა;
  3. რეგიონული და მუნიციპალური განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის მხარდაჭერა.
  4. რეგიონული და მუნიციპალური განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების, მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის მიმართულებით გასატარებელი რეფორმების სფეროებში სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობა;
  5. სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  6. რეგიონული და მუნიციპალური განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების, მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და სამინისტროსათვის, აგრეთვე, მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო კომისიისათვის წარდგენა;
  7. რეგიონული და მუნიციპალური განვითარების, მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის საკითხებით დაინტერესებულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  8. რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიული დოკუმენტების, აგრეთვე რეგიონული და მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამებისა და გეგმების განხორციელების დამატებითი ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მხარდაჭერა;
  9. რეგიონული და მუნიციპალური განვითარების, მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
  10. მუნიციპალური განვითარების პროგრამებისა და გეგმების მოსამზადებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობისათვის ხელშეწყობა;
  11. კომპეტენციის შესაბამისად, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, რეგიონული და მუნიციპალური განვითარებისათვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და დონორ ორგანიზაციებთან დადებული შეთანხმებების შესაბამისად მათი განკარგვა;
  12. რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საჯარო მოსამსახურეთა სწავლების ღონისძიებების განხორციელება;
  13. კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასა და სხვა დაინტერესებულ პირებთან, აგრეთვე საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამის პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +32 2510644  

  • ელ-ფოსტა

    office@lsg.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი