სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
დომინო
დომინო

დომინო

შესახებ

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის ჰიპერმარკეტი „დომინო“, 2015 წლიდან გთავაზობთ 60,000-მდე დასახელების პროდუქციას საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მშენებლობისთვის, რემონტისთვის, კეთილმოწყობისთვისა და მებაღეობისთვის.

სახლი თუ საოფისე სივრცე ჩვენი საჭიროებების, სურვილებისა და გემოვნების მიხედვით მუდმივად იცვლება და ტრანსფორმირდება. ამიტომ „დომინო“ უწყვეტად გაწვდით ხარისხიან, თანამედროვე მასალასა და პროდუქციას, რომლითაც მარტივად შეძლებთ კომფორტული და პრაქტიკული სივრცის მოწყობას თქვენი ოჯახისა და თანამშრომელთა გუნდის თითოეული წევრისთვის.

ჰიპერმარკეტის 12 000 კვადრატული მეტრის ფართზე თქვენ იპოვით: მრავალფეროვან სამშენებლო მასალებს, ლაქ-საღებავებს, სადურგლო პროდუქციას, იატაკის მყარ და რბილ საფარს (ლამინატს, პარკეტს, კავრალინებს, ნოცებს), შპალერს, პროდუქციას სანტექნიკისთვის და გათბობა-წყალგაყვანილობისთვის, იატაკისა და კედლის ფილებს, ინსტრუმენტებს მშენებლობისთვის და მებაღეობისთვის, სპეც ტექნიკას, შიდა და შემოსასვლელ კარებს, ავეჯს ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის, პროდუქციას განათებისთვის, მცენარეებს და პროდუქციას მებაღეობისთვის, ჭურჭელსა და ტექსტილს, ნივთებს დეკორისთვის, საყოფაცხოვრებო ქიმიას, ასევე პროდუქციას დასვენებისთვის და მოგზაურობისთვის.

„დომინოს“ გუნდს კარგად ესმის, რომ თითოეული მომხმარებლისთვის სარემონტო, სამშენებლო თუ კეთილმოწყობის მიზნით შერჩეული პროდუქცია მნიშვნელოვანი შენაძენია. სწორედ ამიტომ ჰიპერმარკეტი ყოველდღიურად უზრუნველგყოფთ საუკეთესო ღირებულების მქონე შემოთავაზებით, რაც აერთიანებს არაერთ სარგებელს, კერძოდ კი: ხარისხიან პროდუქციას, მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასს, კვალიფიციურ კონსულტაციასა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ონლაინ შესყიდვის შესაძლებლობას.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    995 322 50 50 50  

  • ელ-ფოსტა

    info@domino.com.ge

  • საქმიანობის სფერო

    ვაჭრობა

  • განცხადებები 0

მდებარეობა

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი