მარიკა მჭედლიძე
ავტორი

მარიკა მჭედლიძე
2 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 13-02-2018

ვინ არიან ის ადამიანები, რომელთა აზრი მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ბრენდისთვის?

როგორც უკვე ვთქვით, კონკრეტულ ადამიანებს თქვენი პერსონალური ბრენდის შექმნაზე უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე სხვა დანარჩენებს. თქვენს სამიზნე ჯგუფს შეიძლება წარმოადგენდნენ: კლიენტები, თქვენს დარგში აღიარებული ექსპერტები, დამსაქმებლები, კოლეგები, კონკურენტები,პროფესიული ასოციაციის წევრები და სხვა.
სასურველია, რომ ეს ჯგუფები დაალაგოთ პრიორიტეტების მიხედვით თქვენი მიზნებიდან გამომდინარე. შემდეგ თითოეული ჯგუფისთვის განსაზღვრავთ მესიჯ ბოქსს, თუ რისი თქმა გინდათ მათთვის და ბოლოს, როგორ აპირებთ კომუნიკაციას – პირისპირ, თუ რომელიმე მედიასაშუალების გამოყენებით.

 

ზოგიერთი პიროვნება შეიძლება რამდენიმე ჯგუფში ერთდროულად აღმოჩნდეს. მაგალითად, თქვენი კლიენტი ან კონკურენტი შესაძლოა იმავე პროფესიული ასოციაციის წევრი იყოს,რომლის წევრიც თქვენ ხართ. აქედან გამომდინარე, გაითვალისწინეთ, თითოეული მესიჯი თანხვედრაში უნდა იყოს მთავარ სათქმელთან – თქვენი პერსონალური ბრენდის უნიკალურ განაცხადთან.
თუ ამ ჯგუფების შესახებ კიდევ უფრო მეტად დაფიქრდებით და ჩამოწერთ მათ დამახასიათებელ ნიშნებს, უფრო ნათლად დაინახავთ ამ ადამიანთა ღირებულებებს, მახასიათებლებს, პრიორიტეტებს და პრეფერენციებს.
დაფიქრდით, ამ ჯგუფებიდან ყველაზე მეტად რომელს ანიჭებთ უპირატესობას. თუ სამსახურს ეძებთ, ეს შეიძლება პოტენციური დამსაქმებელი იყოს, თუ უკვე მუშაობთ და დაწინაურებაზე ოცნებობთ – ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიმღები პირები, თუ თვითდასაქმებული ხართ ან თქვენი ბიზნესი გაქვთ – პოტენციური კლიენტი.
მაგალითად, თვითდასაქმებული ხართ და ამასთანავე გინდათ, თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ, ანუ უფრო მეტი დამკვეთი მოიზიდოთ, მაშინ უნდა აღწეროთ, ვინ არის თქვენი იდეალური კლიენტი:

  • განსაზღვრეთ მისი ასაკი და სქესი;
  •  განსაზღვრეთპროფესია/საქმიანობა;
  •  საზოგადოებრივი აქტიურობა;
  • ტექნოლოგიებთან დამოკიდებულება;
  • გეოგრაფიული მდებარეობა;
  • ცხოვრების სტილი და პრეფერენციები;
  • სიახლეებისადმი მზაობა.

როდესაც ჩამოაყალიბებთ იმ თვისებებსა და მახასიათებლებს, რომლებიც თქვენთვის იდეალურს ხდის ამ კლიენტს და განსაზღვრავთ რატომ მოგწონთ/გინდათ მასთან მუშაობა, და რაც მთავარია, რა გაქვთ მასთან საერთო, თქვენ შეძლებთ, შექმნათ თქვენი პერსონალური ბრენდი ასეთი კლიენტების მოსაზიდად.
გისურვებთ წარმატებას!

იხილეთ მარიკა მჭედლიძის ყველა ბლოგი: https://work.ge/blog/author/marika/


გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

რა არის პერსონალური ბრენდი?
ალბათ, ყველას მეტ-ნაკლებად გვსმენია ტერმინ „პერსონალური ბრენდის“

რატომ უნდა იზრუნოთ პერსონალური ბრენდის შექმნაზე?
როდესაც ძლიერი პერსონალური ბრენდი გაგაჩნიათ, თავისთავად იზიდავთ

შეაფასეთ თქვენი პერსონალური ბრენდი
“Personal Brand is what people say about

ვის ჭირდება პერსონალური ბრენდის შექმნა?
ძლიერი პერსონალური ბრენდის შექმნაზე ზრუნვა ყველას ჭირდება

პერსონალური ბრენდინგი – გაყიდე საკუთარი თავი
რამდენიმე წლის წინ, ონლაინ ტრენინგებში შემთხვევით ვნახე

მეტის ნახვა

კომენტარები