გამოქვეყნების დრო 11-10-2017

უთხარი უარი დისკრიმინაციას შრომის ბაზარზე!

საზოგადოებაში ამაღლებული ცნობიერებისა და სხვადასხვა კანონების მიუხედავად, არის შემთხვევები, როდესაც სამსახურის მაძიებელი ვაკანსიების დათვალიერებისას ან უშუალოდ ორგანიზაციებთან გასაუბრების დროს სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას აწყდება. ზოგადად სამსახურთან დაკავშირებული დისკრიმინაციული განცხადებები პრობლემას წარმოადგენს არამარტო ჩვენს ქვეყანაში არამედ ევროპის რამდენიმე მაღალგანვითარებულ სახელმწიფოშიც.

სამუშაო გარემოში დისკრიმინაცია შესაძლოა სხვადასხვა ფორმით იქნეს გამოვლენილი. არის შემთხვევები როდესაც დამსაქმებელი მსგავს დამოკიდებულებას ჯერ კიდევ ვაკანსიის განაცხადში ამჟღავნებს. მაგალითად მათი სააპლიკაციო ფორმატი მხოლოდ ქალებზე ან მხოლოდ მამაკაცებზეა მორგებული. აქედან გამომდინარე შრომისუნარიანი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა მოცემულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ, თუმცა მსგავსი მოთხოვნებიდან გამომდინარე მათი კანდიდატურა არც კი განიხილება. ხანდახან დისკრიმინაციულ შეკითხვებს უშუალოდ გასაუბრების დროსაც იყენებენ, რის შედეგადაც დამქირავებელი აპლიკანტს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს და საბოლოოდ თანამშრომლობაზე უარს ეუბნება.

გავრცელებული დისკრიმინაციის ფორმები:

  • ასაკობრივი დისკრიმინაცია
  • სექსუალური ხასიათის დისკრიმინაცია
  • რასობრივი დისკრიმინაცია
  • დისკრიმინაცია ადამიანების ფიზიკური მონაცემების მიხედვით
  • რელიგიური ნიშნით
  • პოლიტიკური ნიშნით

რა არის დისკრიმინაცია? მისი პირდაპირი და არაპირდაპირი გზები

დისკრიმინაცია პიროვნებისათვის რაიმე ნიშნით უპირატესობის მინიჭებას ( დადებითი დისკრიმინაციის სახელით ცნობილი ქმედება) ან, პირიქით მის დაკნინებას ეწოდება. არსებობს დისკრიმინაციის პირდაპირი და ირიბი გზები. პირდაპირი დისკრიმინაციისას  დამქირავებელი განმცხადებელთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს განმასხვავებელი ნიშნების მიხედვით, იქნება ეს რელიგიურ-პოლიტიკური შეხედულებები, თუ უბრალოდ მათი ოჯახური მდგომარეობა.

ირიბ დისკრიმანაციებში განიხილება ორგანიზაციების მიმართ წაყენებული პირობები ადამიანების გარკვეული ჯგუფის მიმართ.  მაგალითად: ვაკანსია, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ პრესტიჟულ რაიონში მცხოვრები ადამიანებისათვის, ან მითითებულია ფიზიკური მონაცემების  აუცილებელი სტანდარტები.


ევროპის ქვეყნებში მძაფრად და დაუფარავად ებრძვიან ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, რომლებიც გამყარებულია შესაბამისი აქტებით:

  • სექსუალური დისკრიმინაციის აქტი 1975 წელი
  • შშმ პირების დასაცავად განკუთვნილი ანტიდისკრიმინაციული აქტი 1995
  • აქტი თანაბარი უფლებების შესახებ 2006/2010 წელი

2014 წლის 7 მაისს, საქართველოს კანონმდებლობაში ძალაში შევიდა კანონი, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ანტიდისკრიმინაციული კანონი მოითხოვს, სამუშაო სივრცეში თანამშრომლების თანაბარუფლებიანობას, თანასწორობასა და ადამიანთა უფლებების დაცვას!

2017 წლის 5 მაისს კი სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებით მიმართა, რომ შეიქმნას სპეციალური სახემძღვანელო, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ფორმულირდეს ვაკანსიის განაცხადები.

საქართველოში შემუშავებული კანონის თანახმად, მოთხოვნები და ვალდებულებები ვრცელდება საჯარო დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედებებზე ნებისმიერ სფეროში. გახსოვდეთ რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და უარყოფითი სტერეოტიპების მსხვრევის გზა თითოეული ჩვენგანის ქმედებაზე გადის.

შენიშნვა: სიამაყით ვიმეორებთ, რომ ჩვენი დასაქმების საიტი უარს აცხადებს დისკრიმინაციის შემცველი განაცხადების განთავსებაზე, რადგან ჩვენთვის თითოეული ადამიანის უფლება მნიშვნელოვანი, ხოლო შესაძლებლობები კი შეუზღუდავია!

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

work.ge -ზე არ განთავსდება დისკრიმინაციული ვაკანსიები
მოგეხსენებათ, ჩვენი საიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შრომის

მეტის ნახვა

კომენტარები