admin
ავტორი

admin
2 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 12-08-2017

წარმატებული ადამიანების ყოველდღიური ჩვევები

რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები ისეთს, რაც მათ ხელს უწყობს რომ მოხვდნენ იმ მცირერიცხოვანი ადამიანებში რომლებიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ?

არისტოტელე ამბობს, რომ ჩვენი მიღწევების 95% არის ჩვენი ჩვევების შედეგი. აღსანიშნავია, რომ კარგი ჩვევები რთულად ყალიბდება და ცხოვრებას გვიმარტივებს, ხოლო ცუდი ჩვევები მარტივად ყალიბდება და ცხოვრებას გვირთულებს.  თუ ცუდი თვისებები გაქვთ არ დანებდეთ, მისი კარგი თვისებებით ჩანაცვლება შესაძლებელია. როგორ უნდა გამოვიმუშავოთ კარგი თვისებები?  ამის ერთი მარტივი ფორმულა არსებობს: მუდმივი გამეორება! ქვემოთ მოცემულია ყველაზე სასარგებლო ჩვევები რომელიც წარმატებულ ადამიანებს აქვთ გამომუშავებული.

 

 1. ყოველდღიური მიზნების დასახვა და მათზე ორიენტირება

როცა თქვენ ემზადებით დასაძინებლად დაფიქრდით შემდეგი დღის მიზნებზე და ჩამოწერეთ ფურცელზე ან ჩაინიშნეთ სმარტფონში. დღის მანძილზე მუდმივად იფიქრეთ თქვენს მიზნებზე რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მაშინაც როცა სადილობთ, როცა ადამიანებს ესაუბრებით და ა.შ.

 

 2. რეზულტატზე ორიენტირება

წარმატებული ადამიანები მუდმივად ფიქრობენ მთავარ საქმეებზე. ისინი აკეთებენ გასაკეთებელი საქმეების სიას და სანამ დაიწყებენ მუშაობას ალაგებენ მათ პრიორიტეტების მიხედვით. დაფიქრდით, რომ გიწევდეთ ყველა საქმის 1 თვით გადადება, სიიდან რომელს გააკეთებდით პირველად? ის შემოხაზეთ პირველ ნომრად, შემდეგ მეორე და ა.შ. ამ მეთოდს ადამიანები უკვე ასწლეულებია იყენებენ.

 

Claire Chambers -Journelle CEO

 3. ადამიანებზე ორიენტირება

გახსოვდეთ რომ ცხოვრებაში ნებისმიერი მიღწევა ხდება ადამიანების მხარდაჭერის ან მათთან თანამშრომლობის საშუალებით, ამიტომ ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, თუ რა სურთ სხვებს და რა სჭირდებათ თქვენგან. იფიქრეთ როგორ დაეხმაროთ სხვა ადამიანებს რომ მერე ისინი თქვენ დაგვეხმარონ.

 

 4. ჯანმრთელობაზე ორიენტირებულობა

ჩვენს სამყაროში იმისათვის რომ იყოთ წარმატებული გჭირდებათ დიდი ენერგია, ამიტომ იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ ყოველდღიურად და დაისვენეთ საკმარისად.

 

 5. გულახდილობა

მხოლოდ სიმართლე ილაპარაკეთ.

 

 6. პირადი დისციპლინა

ეს არის საბაზისო და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვევა, რომელიც გეხმარებათ სხვა კარგი ჩვევების გამომუშავებაში. პირადი დისციპლინა შეიძლება ასე განვმარტოთ: შესაძლებლობა თავის დროზე გააკეთო ის რაც გასაკეთებელი გაქვთ, მიუხედავად იმისა გსურთ თუ არა ამის გაკეთება. ყველას შეუძლია გააკეთოს ის რისი გაკეთებაც არ ეზარება, მაგრამ თუ თქვენ ყველაფრის მიუხედავად აკეთებთ იმას რაც გასაკეთებელია ამით თქვენ გამოიმუშავებთ პირად დისციპლინას და თქვენთვის შეუძლებელი არაფერი არ იქნება.

 

Credit: Brian Tracy

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

მეტის ნახვა

კომენტარები