admin
ავტორი

admin
6 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 01-12-2017

საქართველოში გავრცელებული 19 შეცდომა CV-ის შედგენისას

დამსაქმებლები თითოეული CV-ის გადარჩევისას როგორც წესი მხოლოდ რამდენიმე წამს ხარჯავენ (რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამერიკაში ერთი რეზიუმის გადარჩევაზე დამსაქმებელი ხარჯავს საშუალოდ 6 წამს), შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ თქვენი CV იყოს მოკლე, ლაკონური, ვიზუალურად და გრამატიკულად გამართული.

აღსანიშნავია ის მომენტი, რომ როგორც წესი CV-ის რედაქტირება ხდება იმის მიხედვით თუ რომელ ვაკანსიაზე ვაკეთებთ გამოხმაურებას.  უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ დეტალებზე, რომელიც იქნება საინტერესო მოცემულ პოზიციაზე შერჩევისას. ის, რომ  უნდა მივუთითოთ მხოლოდ და მხოლოდ ზუსტი ინფორმაცია ამაზე აღარ ვისაურებთ 🙂

 

ქვემოთ გთავაზობთ რამენიმე შეცდომას, რომელსაც ხშირად უშვებენ კდიდატები:

შეცდომა 1: დიდი რეზიუმეები – შეეცადეთ, რომ რეზიუმე არ იყოს 1-2 გვერდზე მეტი, მაქსიმუმ 3 გვერდი იმ შემთხვევაში თუ ვრცელი გამოცდილება გაქვთ და კონკრეტული ვაკანსიისთვის საინტერესოა.

შეცდომა 2: დასათაურება – არ არის საჭირო “Curriculum Vitae”, “CV”, “Resume” და მსგავსი სათაურების გაკეთება, სათაურად თქვენი სახელი და გვარი გამოიყენეთ.

შეცდომა 3: შეუსაბამო ფოტოსურათი –  როგორც წესი დასავლურ ქვეყნებში ფოტოსურათს დამსაქმებლები არ ითხოვენ და დისკრიმინაციად ითვლება,  ფოტოსურათის გამო CV ხშირად იბლოკება.  ჩვენთანაც შემოდის ნელ-ნელა უსურათო რეზიუმეების ტენდენცია, თუმცა ვერ გავექცევით რეალობას და ზოგჯერ აუცილებელიც კია ფოტოსურათის მიმაგრება რეზიუმეში.   ნუ გამოიყენებთ ზღვაზე გადაღებულ, არაფორმალურ, ჩამოჭრილ და ა.შ. სურათებს.   სასურველია გამოიყენოთ ჩვეულებრივი საპასპორტო სურათის მსგავსი ფოტო,  იდეალურია პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ხარისხიანი ფოტოსურათის გამოყენება (პროფესიონალთან სურათის გადაღება დაახლოებით 20-50 ლარი დაგიჯდებათ თუმცა კარგი საქმისთვის ძვირი არაა 🙂 )

შეცდომა 4: ოჯური მდგომარეობის და ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია– არ არის საჭირო ოჯახური მდგომარეობის, მშობლების, და-ძმის, მეუღლის და შვილების შესახებ ინფორმაციის მითითება.

შეცდომა 5: ორი მისამართის მითითება – მიუთითეთ მხოლოდ ფაქტიური მისამართი.

შეცდომა 6: სქესის მითითება – არაა საჭირო, რადგან იშვიათი შემთხვევების გარდა სახელიდანაც ადვილად მისახვედრია.

შეცდომა 7: ეროვნების მითითება – არ არის საჭირო

შეცდომა 8: ელ-ფოსტა –  ნუ გამოიყენებთ ელ-ფოსტას სადაც არაფორმალური სახელებს იყენებთ (მაგ: lamazigogo@gmail.com, betmen777@mail.ru  და ა.შ.) და ასევე ხშირ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული მიმდინარე სამსახურის ელ-ფოსტის გამოყენება (მაგ: iberidze@tbcbank.ge).

შეცდომა 9: ქრონოლოგია –  სამუშაო გამოცდილების და განათლების შესახებ თარიღები დაალაგეთ ახლიდან ძველისკენ

შეცდომა 10: სამუშაო გამოცდილების სპეციფიკის არ მითითება – სასურველია გააკეთოთ ჩამონათვალი თუ რა ფუნქცია-მოვალეობები გქონდათ სხვადასხვა პოზიციაზე, რადგან ხშირ შემთხვევაში მხოლოდ პოზიციის დასახლებით რთულია იმის განსაზღვრა თუ რა გამოცდილება გაქვთ. დავუშვათ “გაყიდვების მენეჯერის” გამოცდილების მქონე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება, და ასევე ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ასრულებდეს ფართომასშტაბიან საქმიანობას: ბაზრის კვლევა, ანალიზი, შეხვედრა პოტენციურ კლიენტებთან, ღონისძიებების ორგანიზება, გაყიდვების გუნდის მართვა და ა.შ.  ამიტომ სასურველია  გააკეთოთ იმ სამსახურების ფუნქცია-მოვალეობების ჩამონათვალი რომელიც საინტერესო იქნება იმ ვაკანსიისთვის, სადაც აგზავნით რეზიუმეს.

შეცდომა 11: არ უთითებენ მიღწევებს– სასურველია რომ მიუთითოთ თუ რა მიღწევები გქონდათ წინა სამსახურში, დავუშვათ თუ იყავით ტანსაცმლის მაღაზიის კონსულტანტი და თქვენ ყიდიდით 50,000 ლარის პროდუქტს თვეში, მაშინ სასურველია რომ ესეთი მიღწევები ლაკონურად მიუთითოთ.

შეცდომა 12: ზედმეტი ინფორმაციები გამოცდილებიდან–  თუ თქვენ გაქვთ ძალიან ვრცელი გამოცდილება მიუთითეთ იმ ტიპის გამოცდილება რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს იმ პოზიციაზე მუშაობისთვის რომელზეც აგსავნით CV-ს.   დავუშვათ თუ ფინანსური მენეჯერის ვაკანსიაზე აგზავნით რეზიუმეს და 10 წლის წინ მუშაობდით პრომო აგენტად ამის მითითება არ არის საჭირო

შეცდომა 13: სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი – არ არის საჭირო ამის მითითება

შეცდომა 14: ხელფასის მითითება – არ არის სასურველი ამჟამინდელი ხელფასის მითითება, მაქსიმუმ შეიძლება რომ მიუთითოთ თუ რამდენია თქვენთვის ანაზღაურების სასურველი მინიმუმი ახალ სამსახურში (თუმცა ესეც ძალიან გამონაკლის შემთხვევებში).

შეცდომა 15: საშუალო სკოლა – ნუ მიუთითებთ თუ რომელი სკოლა დაამთავრეთ, მაქსიმუმ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პრესტიჟული სკოლა გაქვთ დამთავრებული (დავუშვათ რომელიმე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ა.შ).

შეცდომა 16: კომპიუტერული პროგრამების ცოდნა–  არ არის საჭირო მითითბა რომ იცით  რომელიმე ბრაუზერის, ვინდოუსის და ა.შ. საბაზისო პროგრამების გამოყენება რადგან ეს ფაქტიურად ისედაც  ასე უნდა იყოს.   თუ უთითებთ ms offices  მაღალ დონეზე ფლობას მაშინ თქვენი CV უშეცდომოდ უნდა გქონდეთ შესრულებული 🙂

შეცდომა 17: გრამატიკული შეცდომები – ხშირია როდესაც კანდიდატს სურს მუშაობა დაიწყოს ისეთ პოზიციაზე სადაც უწევს მიმოწერის განხორციელება, ტექსტების კორექტირება და ა.შ. და ამ დროს თავისი CV-ის შევსებისას აქვს დაშვებული გრამატიკული შედომები, ასეთ დროს რა თქმა უნდა კანდიდატით აღარ დაინტერესდება დამსაქმებელი.

შეცდომა 18: ჰობი – ნუ მიუთითებთ ისეთ ჰობის რომელიც ვაკანტურ ადგილთან რანაირ კავშირში არ არის.  დავუშვათ ბუღალტერის ვაკანსიაზე ის რომ გიყვართ კითხვა და სეირნობა შეიძლება არ იყოს საინტერესო, მაგრამ თუ თქვენ  გინდათ დასაქმდეთ სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე და უთითებთ რომ გიყვართ გართობა და მოგზაურობა  ეს შეიძლება საინტერესო იყოს დამსაქმებლისთვის.

შეცდომა 19: ფაილის ფორმატი და სახელი – სასურველია რომ რეზიუმე იყოს PDF ფორმატში, ხოლო სათაური “SaxeliGvariResume.pdf”,  “Saxeli_Gvari_Resume.pdf”,  “Saxeli_Gvari_CV.pdf” და ა.შ.

ამ პოსტში მოცემული ინფორმაცია არ არის აქსიომა, შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში იყოს განსხვავებული მოსაზრებები და რეკომენდაციები. სასიამოვნო იქნება თუ კომენტარებში გაგვიზიარებთ თქვენს მოსაზრებას პოსტთან დაკავშირებით, ეს დამატებითი სტიმული ინება ახალი პოსტების დაწერისთვის.


P.S.  რამდენიმე დღეში გაგიზიარებთ ქართველი ეიჩარების ფავორიტ რეზიუმეების ფორმებს, მანამდე კი შეგიძლიათ იხილოთ work.ge -ზე განთავსებული ვაკანსიები და გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული რჩევები რეზიუმეს სწორად შერჩევასთან დაკავშირებით.  ახლო მომავალში საოცნებო სამსახურის პოვნას გისურვებთ!  🙂

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

CV-ის შევსების 10 ოქროს წესი
CV თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევების წარმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო

გაითვალისწინეთ ეს 18 რჩევა და 99%-ზე მეტი ალბათობით დასაქმდებით!
ამ სტატიაში გაერთიანებულია 50-ზე მეტი ქართველი ადამიანის

მეტის ნახვა

კომენტარები