admin
ავტორი

admin
4 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 14-03-2018

როგორ დამეხმარა Work.ge სამსახურის პოვნაში

ვაკანსიების საიტი work.ge მიზნად ისახავს, რომ საქართველოში გაიზარდოს ნდობა ინტერნეტით გამოცხადებული ვაკანსიების მიმართ, შესაბამისად  ვიწყებთ ბლოგების სერიას #ჩვენგანდასაქმებულები და გაგაცნობთ რეალურ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ იპოვა თქვენმა მეგობარმა, ნაცნობმა, თანაქალაქელმა ან უბრალოდ თანამოქალაქემ  სამსახური ინტერნეტით.

ხატია ოყუჯავას ისტორია არის პირველი, რომელსაც ამ რუბრიკის ფარგლებში გაგიზიარებთ.  რესტორნების ქსელმა ”ვენდის’ -მა სამი თვის წინ ჩვენს საიტზე განათავსა ვაკანსია რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში და ხატია აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც ამ პოზიციაზე დასაქმდა. ჩვენ ვესაუბრეთ ხატიას და ასევე თეა გოგელიას – ამავე კომპანიის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

 

WORK.GE: ხატია,  როგორი იყო სამსაუხურის ძებნის პროცესი?

საქართველოში ცხოვრების დიდხნიანი წყვეტა მქონდა. როცა დავბრუნდი, 5 წლის წინ,  სამსახურის ძებნა დავიწყე ჩვეული მეთოდით – ინტერნეტით. თუმცა მაშინ არ გამიმართლა და აქედან დაიწყო ჩემი სკეპტიციზმიც ინტერნეტით სამსახურის ძებნის მიმართ. მერე ფეხდაფეხ ვიარე და ასე დავიწყე მუშაობა. რამდენიმე თვის წინ, ისევ ჩავდექი სამსახურის მაძიებელთა საიში… ერთ საღამოს ჩემმა მეგობარმა ე.წ „მესენჯერში“ გამომიგზავნა ვაკანსია, რომელიც work.ge-ზე იყო განთავსებული. თან ტექსტი მოაყოლა : “არ ვიცი რამდენად რეალურია, შეიძლება ეს იყოს გვვერდის პოპულარულობისთვის დადებული ვაკანსია, მაგრამ სცადე მაინც.” მეც, ზუსტად ამ შემართებით გავაგზავნე რეზუმე და ძალიან გაოცებული დავრჩი, დადებითად, რა თქმა უნდა, როცა კომპანია „ვენ ჯორჯიას“  HR დეპარტამენტიდან დამირეკეს. შერჩევის ეტაპები წარმატებით დასრულდა და work.ge-ს დახმარებით მეც ამ დიდი და წარმატებული კომპანიის წევრი გავხდი.

 

WORK.GE: რას ეტყვით სამსახურის მაძიებლებს, რომლებსაც არ სჯერათ, რომ  დასაქმების საიტებზე განთავსებული ვაკანსიები რეალურია?

საკუთარ მაგალითზე შემიძლია ვურჩიო სამსახურის მაძიებლებს, რომ დროა ვისწავლოთ ნდობა და დავიჯეროთ, რომ ინტერნეტში განთავსებული განცხადებები რეალურია, რომ როგორც ცივილურ სამყაროში – საქართველოშიც შესაძლებელია დასაქმდე ინტერნეტით.

ჩემი მხრიდან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა work.ge-ს, რომ მომეცა შანსი დავსაქმდე ისეთ წარმატებულ და ადამიანურ ღირებულებებზე ორიენტირებულ კომპანიაში, როგორიცაა „ვენ ჯორჯია“.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით ვენდისისა და დანქინ დონატსის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს თეა გოგელიას.

WORK.GE: რამდენად რთული იყო აღნიშნულ პოზიციაზე კვალიფიციური კანდიდატის მოძიება და ზოგადად რა სირთულეებია შრომის ბაზარზე?

ბათუმში ვენდისის და დანქინ დონატსის რესტორნები გავხსენით 2017 წლის ზაფხულში.  რესტორნის მენეჯერი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა, შესაბამისად ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევას. ვენდის და დანქინ დონატსის რესტორნები არ იყო ჩვენთვის (ვისოლ ჯგუფისთვის) პირველი გამოცდილება აჭარის რეგიონში. თუმცა, სირთულეებს მაინც გადავაწყდით.  ვერ ვიტყვი რომ კვალიფიციური კადრები ბევრი გვყავს ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ მუშაობის შედეგად ამ სურათის შეცვლა შეიძლება. დღესდღეობით, დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებლებს შორის არ არის საკმარისი კომუნიკაცია. რას ელოდებიან დამსაქმებლები და რას ელოდება სამსახურის მაძიებელი? როგორ შეიძლება მაქსიმალურად შევამციროთ ეს აცდენა მოლოდინებში? ვფიქრობ რომ მეტი გახსნილობა როგორც დამსაქმებლების მხრიდან, ასევე სამუშაოს მაძიებლების მხრიდან ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, ისევე როგორც,  გადამწყვეტია სწორი მოლოდინები და სამუშაოს შესაბამისი მოთხოვნები. ძალიან ბევრია სამუშაო ორივე მხარეს, თუმცა ვფიქრობ რომ ყველაფერი გამოსწორებადი და მიღწევადია.

 

WORK.GE: სამსახურის მაძიებლები ხშირად გვეკითხებიან, თუ როგორია ვენდისში  სამუშაო პირობები (სამუშაო განაკვეთი, გრაფიკი, კარიერული ზრდის შესაძლებლობა და ა.შ)  სხვადასხვა პოზიციებზე, გთხოვთ მოკლედ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ჩვენს აუდიტორიას.

ვენდისში საკმაოდ მოქნილი სამუშაო ცვლებია, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ხელსაყრელია სტუდენტებისთვის. გვაქვს როგორც სრული განაკვეთი, ასევე ნახევარი განაკვეთი. კარიერულ წინსვალს რაც შეეხება, ამის შესაძლებლობას კომპანია იძლევა, ასეთი მაგალითები კომპანიაში ძალიან ბევრია. თანამშრომლები მუშაობას საწყისი პოზიციებიდან იწყებენ და კარიერული წინსვლა აქვთ სხვადასხვა პოზიციებზე – ცვლის სუპერვაიზერი, ხარისხის სუპერვაიზერი, რესტორნის მენეჯერი და ა.შ.

 

WORK.GE: ზოგადად რას ურჩევთ საქართველოში მცხოვრებ სამსახურის მაძიებლებს?

ბევრი იმუშაონ თვითგანვითარებაზე. დამქამებლებს კი ვურჩევდი. რომ ქონდეთ სწორი მოთხოვნები. ამ ორის თანხვედრა ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რამეს გაგვიადვილებდა ორივე მხარეს.

 

P.S. მადლობას ვუხდით ჩვენს რესპოდენტებს გულწრფელი ინტერვიუსათვის და ვიმედოვნებთ, რომ #ჩვენგანდასაქმებულები -ს ფარგლებში შემოგთავაზებთ წარმატებით დასაქმებულების შესახებ საინტერესო ისტორიებს საქართველოს ყველა წერტილიდან 🙂

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

მეტის ნახვა

კომენტარები