ნათია ლაცაბიძე
ავტორი

ნათია ლაცაბიძე
2 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 10-10-2017

რა უნდა ვიცოდეთ შრომით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე

ალბათ  ყველას გვსმენია მეგობრების, ახლობლების წერეში წუწუნი იმის შესახებ, რომ საშინელი  სამუშაო პირობები აქვთ,  კიდევ უფრო ცუდი ანაზღაურებით. რისი ბრალია ეს? იმის რომ ჩვენს შრომით ბაზარზე ექსპლუატატორული პირობებია დასაქმებულთა მიმართ თუ უბრალოდ იმის, რომ სამსახურის მაძიებელია ნაკლებად დაინტერესებული საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობებითა და პირობებით? პირველ ეტაპზე კანდიდატი მხოლოდ ანაზღაურებით ინტერესდება და მისთვის „სულ ერთია“  სხვა დანარჩენი. სწორედ ეს უინტერესობა ხდება შემდეგში გაუთვიცნობიერებლობის და უკმაყოფილების მიზეზი. მანამ სანამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ და შრომითი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე გახდებით აუცილებელია იცოდეთ რამდენიმე დეტალი; რაც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით, დამსაქმებელი ვალდებულია რომ კანდიდატს მიაწოდოს სრული ინფორმაცია

 

  1. შესასრულებელი სამუშაოს შესახებ
  2. შრომითი ხელშეკრულების ფორმისა და ვადების შესახებ
  3. შრომითი პირობების შესახებ
  4. შრომითი ანაზღაურების და მისი გადახდის წესის შესახებ
  5. გაითვალისწინეთ გამოსაცდელი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს და შეიძლება დაიდოს მხოლოდ ერთხელ
  6. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს (სპეციფიკური სამუშაოს შემთხვევაში მაქს. 48 საათს). ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემთხვევაში კი ის უნდა ანაზღაურდეს ხელფასის საათობრივი კანაკვეთის გაზრდილი ოდენობით.
  7. სახელმწიფოს მიერ უქმედ გამოცხადებულ დღეებში მუშაობა მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ.
  8. ასევე არ გამოგრჩეთ დამსაქმებლიგან მიიღოთ ინფორმაციაა შვებულებისს გაცემის წესის შესახებ  (ეს დეტალი ყველა ორგნიზაციაში ინდივიდუალურია)

 

ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გააზრების შემდეგ, მას შემდეგ რაც დარწმუნდები, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული პირობა შენთვის მისაღები და ხელსაყრელია შეგიძია თამამად მოაწერო შრომით ხელშეკრულებას ხელი, გაითვალისწინე რომ დეტალების ცოდნა შენთვის დამატებითი შესაძლებლობაა თავიდან აიცილო გაურკვევლონბები, საკუთარი თავითა და სამსახურით უკმაყოფილება. გახსოვდეს  შენი უფლებაა იცოდე!

იმისათვის რომ იხილო საქართველოს შრომის კოდექსის სრული ვერსია მიჰყევი ბმულს: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

შრომის უსაფრთხოება და  საქართველოს შრომის კოდექსი
კანონი, რომელიც არ მიცავს მე

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

მეტის ნახვა


კომენტარები