ნინო მორჩილაძე
ავტორი

ნინო მორჩილაძე
1 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 11-01-2018

რა განსხვავებაა CV-სა და რეზიუმეს შორის

რეზიუმე და CV-ი საქართველოში (და არა მარტო) ხშირად სინონიმებად გამოიყენება, თუმცა  ისინი თავისი შინაარსით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათ შორის ძირითადი სხვაობა არის მათი მოცულობა, ფორმატი და გამოყენების საჭიროება.

რა არის CV?

CV ( ლათინურად, ცხოვრების კურსი) შეიცავს ვრცელ ინფორმაციას აპლიკანტის განათლების, გამოცდილების, მიღწევების, უნარების შესახებ. ის, როგორც წესი, ბევრად აღემატება რეზიუმის მოცულობას და არის მინიმუმ 2-3 გვერდიანი საქმიანი დოკუმენტი.

CV მოიცავს ინფორმაციას ინდივიდის აკადემიური ბაზისის შესახებ – მათ შორის, კვლევასა და სასწავლო გამოცდილებას, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობას, პუბლიკაციებს, გრანტებს, ჯილდოებს და სხვა მნიშვნელოვან მიღწევებს.


CV-ს გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც ეხმაურებით საერთაშორისო, აკადემიურ, განათლების, მეცნიერების, კვლევისა და მედიცინის დარგში გამოცხადებულ განაცხადებს.

 

რა არის რეზიუმე?

რეზიუმე არის ის ფორმატი რომელიც ჩვენთან ყველაზე ხშირად გამოიყენება და რომელსაც ხშირად CV-ს ვუწოდებთ. როგორც წესი, რეზიუმე ერთ გვერდზე ეტევა, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა 2-3 გვერდამდეც იყოს. მიღებულია ინფორმაციის ბულეტებად დაყოფა, რათა მასში მოცემული ინფორმაცია ლაკონური და დამსაქმებლისთვის მარტივად აღქმადი იყოს.  თუ სივში მოცემულია ვრცელი კარიერული და აკადემიური ინფორმაცია პიროვნების შესახებ, რეზიუმეს შემთხვევაში იგი “მორგებულია” კონკრეტულ ვანაკსიაზე და შეიცავს მხოლოდ იმ ინფორმაციას რომელიც საინტერესოა დამსაქმებლისთვის კონკრეტულ პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად.

P.S.  ჩვენს მომდევნო ბლოგში გაგიზიარებთ ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოარგოთ თქვენი რეზიუმე/Cv  კონკრეტულ ვაკანსიას 🙂

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

CV-ის შევსების 10 ოქროს წესი
CV თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევების წარმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო

გაითვალისწინეთ ეს 18 რჩევა და 99%-ზე მეტი ალბათობით დასაქმდებით!
ამ სტატიაში გაერთიანებულია 50-ზე მეტი ქართველი ადამიანის

საქართველოში გავრცელებული 19 შეცდომა CV-ის შედგენისას
დამსაქმებლები თითოეული CV-ის გადარჩევისას როგორც წესი მხოლოდ რამდენიმე

მეტის ნახვა

კომენტარები