ნათია ლაცაბიძე
ავტორი

ნათია ლაცაბიძე
1 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 13-10-2017

ორგანიზაციის წარმატება მრავალფეროვნებაშია

კულტურული მრავალფეროვნება ყველა ორგანიზაციაში მნიშვნელოვანია. მას ასევე მოიხსენიებენ მულტიკულტურალიზმად და  განიმარტება, როგორც განსხვავებული კულტურული ინდივიდების ერთობლივობა. განმასხვაებელი ნიშნები კი შეიძლება იყოს ენა, რელიგია, რასა, სექსუალური ორიენტაცია, ასაკი და ეთნიკური წარმომავლობა. ორგანიზაციების HR-ები და ფსიქოლოგები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ კულტურული მრავალფეროვნების მისაღწევად.

მულტიკულტურული გარემო ორგანიზაციაში ქმნის განსხვავებულ ორგანიზაციულ კულტურას, კლიმატს, რაც განპირობებულია განსხვავებული ადამიანების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით, ხედვებით, უნარებითა და გამოცდილებით. ასეთი ორგანიზაციები გამოირჩევიან სპეციფიკური მოქმედების სტილითა და პოლიტიკით. მათი ძირითადი ნიშანთვისებებია:

 1. მაღალი პატივისცემა გუნდის წევრებს შორის
2. ტოლერანტობა
3. კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო
4. კრეატიულობის მაღალი დონე
5. ორიგინალური მიდგომების პრაქტიკაში დამკვიდრება და გამოყენება
6. საზოგადოების მხრიდან კეთილგანწყობა
7. და ყველაზე მნიშვნელოვანი: „წარმატებულის“ ნიშის დაკავება შრომით ბაზარზე.

მულტიკულტურული ორგანიზაციების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ისაა, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლა შეუფერხებლად ხორციელდება. თანამშრომელთათვის ადაპტაციის პროცესი სასიამოვნოა და სრწრაფად ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი გარემო წმინდა დემოკრატიულ პრინციპებს ემყარება და იზიარებს მის ღირებულებებს.


ცალკე უნდა აღინიშნოს კრეატიულობა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მრავალფეროვანი, მულტიკულტურული გარემო უზრუნველყოფს მაღლი კრეატიულობის, ორიგინაურობის დონეს. რაც მრავალმხრივ განვითრარებული, განსხვავებული, ინდივიდბის თანამშრომლობით მიიღწევა. კრიტიკული შეფასებებისა და ეჭვების მიუხედავად კრეატიულობა ძირითად შემთხვვაში დადებითად, პოზიტიურად აღიქმება საზოგადობის მხრიდან,  ამ გერემოში კომპანიების ფართო სტრატეგიები უფრო მეტად მიღწევადი, გამოწვევები საინტერესო, ხოლო ინვესტიცია მომგებიანია.
                                   იყავი განსხვავებული და მრავალფეროვანი! ეს მომგებიანია

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

დანინგ-კრუგერის ეფექტი, ანუ მე ვიცი, რომ ყველაფერი ვიცი
მარკი ერთ-ერთი კომპანიის პროგრამისტია. კარგ შემთხვევაში ის საშუალო ხარისხით

მეტის ნახვა

კომენტარები