ნათია ლაცაბიძე
ავტორი

ნათია ლაცაბიძე
2 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 04-10-2017

ონლაინ დასაქმების შესაძლებლობები სტუდებტებისათვის (ნაწილი I)

სტუდენტობის პერიოდში მოზარდებს ყველაზე მეტი მოთხონილებები გვიჩნდება, აქტიურად ვიწყებთ გარესამყაროს შეცნობას და სოციალიზაციის პროცესს. რა თქმა უნდა სურვილებთან და მოთხოვნილებებთან ერთად იწყება მათი დაკმაყოფილების გზების ძიება. ამასთან ერთად ვერ გავექცევით ფაქტს, რომ ამისთვის ფინანსების მოძიება ხდება საჭირო. ვიწყებთ სამსახურის ძებნას, რომელიც ჩვენი გამოცდილების არ არსებობის გამო თითქმის არ არის ხელმისაწვდომი. გვიწევს დავთანხმდეთ მინიმალურ ხელფასს და მაქსიმალურად მოუქნელ სამუშაო გრაფიკს, ამის შემდეგ კი დროც კი აღარ გვრჩება მიღებუილი მცირეოდენი ანაზღაურება დავხარჯოთ ჩვენი სურილების დასაკმაყოფილიებლად.

იმისათვის რომ ამ ყველაფერს თავი ავარიდოთ, „შევირგოთ სტუდენტობა“ და დავრჩეთ შრომისუნარიანი, გთავაზობ რამდენიმე გზას, თუ როგორ შეიძლება  დასაქმდე მაქსიმალურად მოქნილი, შენზე მორგებული გრაფიკით. გაეცანი ონლაილ დასქმაბის რამოდენიმე გზას…

 

 1.  ონლაინ მასწავლებელი (საშ. $8-$20 საათში)

ონლაინ მასწავლებლის პოზიცია განვითარებადი და დღეს უკვე ძალიან აქტუალურია. დღესდღეობით სოციალური მედია მოიცვა უფასო ვიდეო გაკვეთილებმა და ტრეინინგებმა. თუმცა არსებობს ონლაინ პლათფორმები სადაც სწავლებისთვის საათში საშუალოდ 8-20$-ს იხდიან, ძირითადად უცხო ენის სწავლების კურსებია, თუკი ფლობ 2 ან მეტ უცხო ენას, თავისუფლად შეგიძლია ამ საშუალებით თანხის გამომუშავება. დაინტერესების შემთხვევაში იხილე პლათფორმები:


 

 

 2.  მთარგმნელი ($3-$10 საათში)

მეორე პოზიციაა მთარგმნელი, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ონლაინი სამსახური სტუდენტისთვის თუ ცოდნა და უნარები გაქვს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ენებს ფლობ, მთარგმნელები ყველა ენეზე საჭიროა. მთარგმნელის პოზიციის მოსაძებნად იხილე ბმულები:

 

 

   3. ბლოგერი (საშ. $2-$15 ერთ პოსტში)

თუ გაქვს საინტერესო იდეები, გიყვარს წერა და ამასთან ორიგინალური სტილი გაქვს, ეს საქმე შენთვის ყოფილა შექმნილი. გულწრფელად რომ ვთქვა „ბლოგის წერით სწრაფად ვერ გამდიდრდები“, მაგრამ გექნება საშუალება აკეთო საყვარელი საქმე და რეკლამების საშუალებით გამოიმუშაო ფულიც… ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ კარგი გამოცდილებაა სტუდენტობის პერიოდისთვის…

 

 4. ვირტუალური ასისტენტი (საშ. $4-$15 საათში)

თუკი ხარ ორგანიზებული და გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარები, ეს ნიშნავს, რომ გაქვს უამრავი შესაძლებლობა დასაქმდე ვირტუალურ ასისტენტად. ეს პოზიცია მოიცავს ბლოგერების, დიზაინერების და ისეთი პროფესინალების დახმარებას, რომელთაც არ აქვთ საკმარისი დრო უპასუხონ მეილებს, სატელეფონო ზარებსა და განათავსონ სიახლეები სოციალურ მედიაში. თუ თვლი რომ ეს პოზიცია შენთვის მოსახერხებელი და საინტერესოა მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ბმულებს:

 

 

ამ პოსტის მეორე  ნაწილი იხილეთ ბმულზე: ნაწილი II

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

ონლაინ დასაქმების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის (ნაწილი II)
სტატიის პირველ ნაწილში შემოგთავაზეთ რამდენიმე ონლაინ პოზიცია,

მეტის ნახვა

კომენტარები