გამოქვეყნების დრო 27-02-2018

ჯეკ მას წარმატების 10 ფორმულა

ჯეკ მა ჩინელი ბიზნეს მაგნატია, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია და დღეს უკვე ყველასათვის ცნობილი ორგანიზაციის ‘’ალიბაბა ჯგუფის’’ შემქმნელის სახელით იცნობს საზოგადოება. ჯეკ მამ თავისი საქმიანობა 20,000 დოლარით დაიწყო, რომლის შეგროვებაშიც მეუღლე და მეგობარი დაეხმარა. ის პირველი ჩინელი ბიზნესმენია, რომელიც ‘’Forbes’’-ის გარეკაბზე დაიბეჭდა და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში (41.3 მილიარდი დოლარი 2018 წლის თებერვლის მონაცემებით).
გთავაზობთ ჯეკ მას წარმატების ათ მთავარ ფორმულას:

1. მიეჩვიე წარუმატებლობას (უარყოფას)

როდესაც სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა, უნივერსიტეტებისაგან რამდენჯერმე მიიღო უარი. ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ სამი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დასაქმებას. როგორც თავად აღნიშნავს სულ 30-ჯერ მიიღო უარი სხვადასხვა გასაუბრებების შემდეგ. კომპანიებს შორის იყო ასევე სწრაფი კვების კომპანია ‘’KFC’’ რომელის გასაუბრებაზეც 24 ადამიანი მივიდა, მათგან კი 23 აიყვანეს, ხოლო ის ერთი ადამიანი ჯეკ მა იყო. საკუთარ პირველ ნაბიჯებსა და წარუმატებლობაზე საუბრისას, ასევე აღნიშნავს რომ ჰარვარდის უნივერსიტეტიდან  10-ჯერ მიიღო უარი.

2. ბოლომდე მიჰყევი ოცნებას

წარმატების კიდევ ერთ საიდუმლოდ ჯეკ მა საკუთარი ოცნების ასახდენად მუდმივ შრომას ასახელებს და ამბობს, რომ თუ ასე მოვიქცევით ერთ დღესაც ჩვენი დიდი ხნის ოცნება აუცილებლად ახდება.

3. კომპანიის კულტურაზე ორიენტიება

ჯეკ მა კომპანიის წარმატებაში მთავარ როლს კომპანიის კულტურას ანიჭებს და ამბობს, რომ ტექნოლოგია მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. მისი კომპანია 18 კაციდან 200,000 ადამიანამდე გაიზარდა და ამ დროის განმავლობაში ის მუდმივად მისდევდა მთავარ ღირებულებებსა და მისიებს. ჯეკ მას აზრით ფულის გამომუშავებაზე უფრო მნიშვნელოვანი, ერთმანეთის დახმარებაა.

4. ”პატარა კაცების” იგნორირება

ჯეკ მამ საკუთარი თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს როდესაც სხვები, გარშემომყოფები თქვენს იდეებს არაფრად აგდებენ, ან კიდევ უფრო უარესი, აბუჩად იგდებენ მას და გეუბნებიან რომ არაფერი გამოგივათ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ, გააკეთეთ რაც გსურთ. ჯეკ მასაც რამდენჯერმე გაუმეორეს რომ ‘’ალიბაბა’’ ყველაზე სულელური იდეა იყო, მაგრამ კომპანიას დღეს 800 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

5. შთაგონება

ჯეკ მა ამბობს, რომ ძალიან ბევრი რამ ფილმებისაგან ისწავლა და სწორედ მათგან იღებს ძირითადად ინსპირაციასაც. მაგალითად როდესაც სრულიად გამოუცდელი იყო საჯაროდ სიტყვით გამოსვლებში, სწორედ ფილმის ‘’პირადი მცველის’’ ნახვისას ეწვია შთაგონება, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი საჯარო სიტყვა. ბუნებრივი და გულწრფელი ისევე, როგორც ფილმის მთავარი პერსონაჟის რეიჩელ მერონის (უიტნი ჰიუსტონი) ნამღერი. საყვარელ ფილმად კი, რომელმაც ასევე ბევრი რამ ასწავლა, ბიზნესმენი,‘’ფორესტ გამპს’’ ასახელებს.

6.იყავი მუდვიმად საქმეზე ორიენტირებული

ჯეკ მას თქმით მიზნის მიღწევის შემდეგაც გამუდმებით უნდა იშრომოთ თქვენი საქმიანობის გაუმჯობესებაზე და არ მისცეთ გარეშე ფაქტორებს მთავარი გზიდან გადახვევის უფლება.

7. კარგი სახელი

როდესაც მას ეკითხებიან, თუ რატომ დაარქვა საკუთარ კომპანიას ‘’ალიბაბა’’ მისი პასუხი ასეთია: იმიტომ, რომ ალიბაბას შესახებ ყველამ იცის და ამასთანავე საინტერესო სახელია. მართლაც ჯეკმა გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა რომ ადამიანების უმრავლესობას ბევრი სმენოდა და კარგად ახსოვდა ალიბაბასა და ორმოცი ყაჩაღის შესახებ, ხოლო სეზამ გაიღე ერთგვარი კოდური წინადადებაც კი იყო ზღაპრულ სამყაროში ადვილად დასაბრუნებლად.

8. #1 ყოველთვის მომხმარებელია

ჯეკ მა თვლის, რომ მომხმარებელი ყველაზე მნიშვნელოვანია, მას მოსდევს თანამშრომელი, ხოლო რიგით მესამე კი უშუალოდ მფლობელია.სწორედ ეს არის მისი რელიგია, რადგან მომხმარებელი ის ადამიანია, რომელიც იხდის ფულს, თანამშრომელი, რომელიც ინოვაციებისაკენ გიბიძგებთ და მფლობელი, რომელიც  გადაწყვეტილებას იღებს.

9. არასოდეს იწუწუნო, ეძიე ახალი შესაძლებლობები!

ადამიანები ხშირად წუწუნებენ, სად არის შესაძლებლობები? ზოგიერთი ასევე განაგრძობს წუწუნს, ზოგიერთი კი ცვლის საკუთარ თავს და ამითი ცვლის სხვებსაც. ჯეკ მას აზრით შესაძლებლობები სწორედ იქ არის, სადაც უკმაყოფილებაა, სადაც პრობლემებია.

10. შეინარჩუნე საქმისადმი ვნება

ვნება საკუთარი საქმიანობის, წინსვლის, რაღაც ახალის შექმნისა და განვითარების, პრობლემების, დაღლის, სტრესის, იმედგაცრუებისა და წარუმატებლობის მიუხედავად.

 

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=9e_mqibZc-Q&feature=youtu.be

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

მეტის ნახვა

კომენტარები