ნათია ლაცაბიძე
ავტორი

ნათია ლაცაბიძე
4 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 27-02-2018

ელონ მასკის წარმატების 10 წესი

ელონ მასკი დაიბადა სამხრეთ აფრიკაში, სწავლობდა კანადაში Queen’s-ის, ხოლო შემდეგში პენსილვანიის უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერების მიმართულებით. 24 წლის ასაკში მან დაიწყო კომპანიის შექმნა თავისი სამეწარმეო მისწრაფებების ასასრულებლად. დღესდღეობით ის 21 მილიარდი დოლარის ღირებულების კაპიტალს ფლობს. Forbes-მა 2016 წელს ის №15 პოზიციაზე დაასახელა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ტექნოლოგიების მიმართულებით, ხოლო №21 ადგილზეა ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში. გთავაზობთ მისი წარმატების საიდუმლოს 10 წესის სახით.

1. არასოდეს დანებდე!

მასკს, როგორც მეწარმეს ბევრი წინაღობისა და წარუმატებლობის გადალახვა მოუწია. მაგალითად SpaceX-ის მისიის ჩავარდნა, კოსმოსური სადგურისთვის  განკუთვნილი კაფსულის განადგურება, სარაკეტო მარცხი და სხვა მრავალი. თუმცა ამას მიზნებისკენ სწრაფვისთვის ხელი არ შეუშლია. დღესდღეობით მისი კომპანია სარაკეტო სისტემებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კერძო ორგანიზაციაა.

2. მოგწონდეს შენი საქმე

თუ გიყვარს ის საქმე,კ რასაც აკეთებ, მასზე მაშინაც კი ფიქრობ როცა არ მუშაობ, ის გიზიდავს და არ გაძლევს დანებების საშუალებას. მიუხედავად დამარცხებისა, იმედგაცრუებისა მაინც იბრძვი, რათა მიაღწიო შედეგს, მიზანს. შენი საქმე თუ არ გიყვარს, ძალიან რთაულია მას თავი მიუძღვნა.

3. არ მოუსმინო „პატარა კაცებს“

ელონი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება არ მიაქციო იმ ადამიანებს, პატარა კაცებს, რომლებიც არ იზიარებენ შენს მოსაზრებას, ჩვენს დიად მიზნებს,  არ გვეთანხმებიან და ამით უარყოფით გავლენას ახდენენ ჩვენს დამოკიდებულებებზე საქმის მიმართ, რაც ამცირებს ჩვენი წარმატების შანსებს.

4. გარისკე!

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით მეტი შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სარისკო გადაწყვეტილებები. მათ ვინც ახლახანს დააამთავრა სწავლა და იწყებს კარიერას, მთავარ სადარდებელს ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარი თავი წარმოადგენს, სწორედ ამიტომ უნდა გარისკოთ.  მომავალში თქვენ მეტი საზრუნავი გექნებათ ოჯახის სახით, რაც მეტ სტაბილურობასა და სხვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

5. გააკეთე რაიმე მნიშვნელოვანი

როდესაც ელონმა ინვესტიცია ჩადო “Tesla”-ში, ის არ იყო დარწმუნებული კომპანიის წარმატებაში. თუმცა სჯეროდა, ელექტრონული მანქანების მომავლის. სწამდა, რომ მომავალი სწორედ ტექნოლოგიების განვითარებაშია და მისი ინვესტიცია „ცდად ღირდა“.

 

6. კონცენტრირდი ამოცანაზე

მასკს სწამს, რომ კომპანიებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ პროდუქტის წარმოებისკენ. როდესაც მოახდენენ იდენტიფიცირებას, თუ როგორ იწარმოება უკეთესი პროდუქტი, უნდა ფოკუსირდნენ მასზე, რათა ძალისხმევა იყოს მიზნისკენ მიმართული და არ გაიფლანგოს ფუჭად.

7. იპოვე ადამიანები, რომელთაც პრობლემის მოგვარება შეუძლიათ

ელონი იძლევა რეკომენდაციას დამქირავებლისთვისაც, თუ როგორ უნდა შეარჩიო კარგი კადრი. მისი აზრით, როდესაც კადრს არჩევ უნდა დაიქირავო ისეთი პირი, რომელსაც შეუძლია გაანალიზოს პრობლემა სიღრმისეულად, ჩასწვდეს პრობლემის არსს. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ პრობლემების აღმოფხვრა, ამიტომ მათ სასურველ კანდიდატებად მიიჩნევს.

8. მიიზიდე დიდებული ადამიანები

ნებისმიერი კომპანია შედგება საზოგადოებრივი ჯგუფისგან, ამიტომ ორგანიზაციის შექმნისას მნიშვნელოვანია ჯგუფი დაკომპლექტდეს მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანებით. მასკს სჯერა, რომ კომპანიის წარმატება სწორედ ასეთი ადამიანების ტალანტზე, მძიმე, ფოკუსირებულ შრომასა და სწორ მითითებებზეა დამოკიდებული.

 

9. აწარმოე საუკეთესო პროდუქტი

მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობს ორგანიზაცია, მისი მთავარი აქცენტი უნდა იყოს კარგი, ხარისხიანი, პროდუტი ან სერვისი. “შენი პროდუქტი ბაზარზე, კონკურენციის მუხედავად, უნდა იყოს საუკეთესო და არა ოდნავ გამორჩეული. წინააღმდეგ შემთხვევაში როცა მომხმარებელი არჩევანის წინაშე დადგება, შეარჩევს უფრო მეტად სანდოს ან მისთვის ნაცნობს.”

10. იმუშავე მონდომებულად

მაშინ როდესაც კომპანია წარდგება ბაზარზე, მისმა გუნდმა განსაკუთრებული მონდომებით, დიდი ძალისხმევითა და შემართებით უნდა იმუშაოს, რათა დაიმკვიდროს საურველი ადგილი. მასკი საკუთარ მაგალითზე გვირჩევს; „იმუშავე მონდომებულად საათების განმავლობაში, ყოველ დღე, კვირაში შვიდი დღე“. მას სჯერა, რომ ვინც ორმაგი მონდომებით, დატვირთვით მუშაობს, ორმაგად დიდ შედეგსაც იღებს.

 

ელონს მასკის მსგავსი წარმატებული ადამიანები  ყოველთვის გამოცდიან წარუმატებლობას, შეცდომებს, თუმცა უდრეკად წამოდგებიან  და თავიდან ცდილობენ მიზნის მიღწევას. ამ პროცესში ისინი სწავლობენ და იღებენ გამოცდილებას.

 

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=zX7I_Rw8Q0I&feature=youtu.be

 

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

მეტის ნახვა

კომენტარები