ნინო მორჩილაძე
ავტორი

ნინო მორჩილაძე
2 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 21-03-2018

ჩემი წვლილი საზოგადოებაში

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროპის დაუნის სინდრომის ასოციაციამ EDSA-მ ასოციაციის წევრებს სთხოვა მოკლედ მოეთხროთ მსოფლიოსთვის თავიანთი წვლილის შეახებ. work.ge მათ შესახებ მოგიყვებათ.

მაიკლი, ჩეხეთიმაიკლი ასისტენტად მუშაობს ერთ-ერთ საცხობში, სადაც იყიდება საკონდიტრო ნაწარმი და ღვინო. მას ძალიან მოსწონს სამსახური, განსაკუთრებით სიამოვნებს ღვინის ჩამოსხმის პროცესი. მაიკლმა კარგად იცის, რომ მუშაობა აუცილებელია იმისთვის, რომ საკუთარი ფული ჰქონდეს. მაიკლს კოლეგები ახასიათებენ, როგორც სანდო, კეთილ და მეგობრულ ადამიანს როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების მიმართ, რაც არის კიდეც მისი წვლილი დამსაქმებლისა და საზოგადოების წინაშე.

სემი, შოტლანდია სემი გლაზგოს კოლეჯის სასადილოში მუშაობს. ის ემსახურება კლიენტებს და ამავდროულად  აკონტროლებს სასადილოს სისუფთავესა და წესრიგს. თავისუფალ დროს სემს უყვარს კინოთეატრში სიარული, შოფინგი და მეგობრებთან ერთად მხიარულად დროის გატარება.

ჩილი, უნგრეთი – ზუმბას გაკვეთილებს ჩილი ერთ წელზე მეტია ყოველდღიურად ატარებს, ხან სახლში მუშაობს, ხანაც სპორტულ ცენტრში. იმ სახლის მაცხოვრებლები, სადაც ჩილი ზუმბას გაკვეთილებს ატარებს, მოუთმენლად ელიან ყოველდღიურად მასწავლებლის მისვლას. მუსიკა, მოძრაობები და ზუმბა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან სასარგებლო საქმესთან ერთად დიდ სიამოვნებასაც იღებს.

ლიზა, ავსტრიალიზა ავსტრიის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დამხმარედ მუშაობს. ის საკმაოდ პოპულარულია როგორც აღსაზრდელებში, ასვე კოლეგებშიც. მისი მშვიდი ხასიათი დადებითად მოქმედებს ბავშვებზე. როგორც კოლეგები ამბობენ, ბავშვების გახალისებაც შესანიშნავად გამოსდის! ლიზას მოსწონს და კმაყოფილია თავისი სამსახურით.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველა ადამიანი შესაძლებლობების უნიკალური ნაკრებია და ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა აკეთოს სასარგებლო საქმე და იცხოვროს სავსე ცხოვრებით, რომელიც გულისხმობს სრულ, თანაბარ პირობებში პოტენციალის რეალიზებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე.

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!

გაზიარება:

კომენტარები