ნინო მორჩილაძე
ავტორი

ნინო მორჩილაძე
3 წუთის საკითხავი
გამოქვეყნების დრო 26-03-2018

7 რჩევა HR-ებს Forbes-ის ადამიანური რესურსების საბჭოსგან

იყო დრო, როცა ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები ადმინისტრაციულ თანაშემწეებად განიხილებოდნენ, რომლებიც აწარმოებდნენ თანამშრომელთა პირად საქმეებს, კოორდინირებას უწევდნენ ტრენინგ-აქტივობებს და ითავსებდნენ მედიატორის ფუნქციას უკმაყოფილების ტალღის აგორების შემთხვევაში. ბოლო წლებში ამ შრომისმოყვარე ადამიანებმა მოიპოვეს ის პატივისცემა, რასაც რეალურად იმსახურებენ და დღეს უკვე ბევრ კომპანიაში განიხილებიან, როგორც ბიზნეს-სტრატეგიის ძირითადი ინსტრუმენტული ნაწილი.

ისინი მონაწილეობას იღებენ წლიური სტრატეგიული გეგმების შედგენაში, მით უფრო, როცა საქმე ეხება ტალანტების მოზიდვას და მათ ეფექტურ განაწილებას. ფორბსის ადამიანური რესურსების საბჭოს წევრების განცხადებით, არსებობს 7 ძირითადი ამოცანა, რომელსაც თავი უნდა გაართვან HR მენეჯერებმა, რათა კომპანიას წარმატების მიღწევაში შეუწყონ ხელი.

1. არსებული სიტუაციის ანალიზი (ტალანტების და ხარვეზების იდენთიფიცირება) – ტალანტი ორგანიზაციული დაგეგმვის ძირითადი ნაწილია. წლის დასაწყისში მნიშვნელოვანია HR-ები დაეხმარონ ლიდერებს როგორც ტალანტების საჭიროების, ისე ხარვეზების შეფასებაში, ასევე იმ თანამშრომლების აღმოჩენაში, რომლებიც არიან მზად აიღონ თავზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა და გაუმკლავდნენ გამოწვევებს. ამით ისინი ქმნიან ერთგვარ ”პერსონალის გზამკვლევს” წარმატებული წლის უზრუნველსაყოფად.

2. ახალი პოზიციების ანონსიწლის დასაწყისში მნიშვნელოვანია მოხდეს როგორც ახალი პოზიციების საჭიროების პროგნოზირება, ასევე არსებული პოზიციების ანალიზი, რაც თავის მხრივ გულისხმობს დეპარტამენტების მიხედვით ისეთი მომუშავეების იდენთიფიცირებასაც, რომლებმაც შესაძლოა პოტენციურად აღმოჩნდნენ ახალ პოზიციებზე. ეს მათთვის დაწინაურების შესაძლებლობასთან ასოცირდება, კომპანიისთვის კი – მნიშვნელოვან ფინანსურ დანაზოგთან.

3. თანამშრომელთა სახელმძღვანელოს განახლება – თანამშრომელი ნებისმიერი ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ამიტომ HR დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თანამშრომელთათვის განკუთვნილი გაიდლაინი მოძველებული არაა. ყოველ რამდენიმე წელში წარმოიშობა ტექნოლოგიებთან ან სოციალურ მედიასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა. მნიშვნელოვანია, რომ HR რეგულარულად ახდენდეს თანამშრომელთა ინფორმირებას იმის შესახებ რა არის დასაშვები და რა – არა; რა შეიძლება იყოს ზიანის მომტანი მისთვის ან კომპანიისთვის და რა – არა.

4. HR ინიციატივა, როგორც ბიზნეს სტრატეგიის ნაწილი – როგორც სტრატეგიულ ბიზნეს პარტნიორს, ყოველწლიური დაგეგმვა HR-ს საშუალებას აძლევს ეფექტურად მოახდინოს სამუშაო ძალის განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივების და რეკომენდაციების წარმოდგენა, რომლებიც შესაძლოა ბიზნეს სტრატეგიაში გაერთიანდეს და კომპანიის მუშაობაზე წარმატებულად აისახოს.

5. პროაქტიური მზადება გამოწვევებისთვის

პროაქტიურობა წარმატებული HR დაგეგმვის ძირითადი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ იგი რეგულარულად ცდილობდეს არსებული წესების დახვეწას, ახალი გამოწვევებისა და გაიდლაინების შემუშავებას, რათა ორგანიზაციის შიდა პროცესები უფრო მეტად გამართული იყოს.

 

6. მოულოდნელობების განჭვრეტა – სამუშაო ძალის დაგეგმვის შემდეგ მნიშვნელოვანია ეტაპების დონეზე მოხდეს ბიზნეს ანალიზი და შესაძლო წარუმატებელი სცენარების წინასწარ განჭვრეტა, რათა კომპანიას დაეხმაროს სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში პოტენციური რისკების თავიდან აცილებაში.

7.მოლაპარაკებები – ადამიანური კაპიტალი დაგეგმვის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლადია. მას, ვინც ადამიანურ რესურსებს მართავს, უნდა ჰქონდეს საკმარისი გამბედაობა აწარმოოს დიალოგი კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებთან, რათა მათი შეფასებები გამოყენებულ იქნას სამომავლო დაგეგმვის დროს. ასევე მნიშვნელოვანია Hr ცდილობდეს ‘’ძლიერი ტვინების’’ მოზიდვას და მათ გადმობირებას რეალური დაწინაურების და სხვა საინტერესო ბენეფიტების სანაცვლოდ.

 

წყარო: Forbes.com

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

მეტის ნახვა

კომენტარები