გამოქვეყნების დრო 10-11-2017

5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი ქალი

თანამედროვე სამყაროში ჯერ ისევ აქტუალურია ქალთა თანაბარი ანაზღაურებისა და უფლებების საკითხი. მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ კონვენცია, შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციულმა საბჭომ 1951 წელს დაადგინა, ხოლო აღნიშნული დადგენილება საქართველოში  1996 წელს შევიდა ძალაში.

2016 წლის მაისში მულტინაციონალურმა ბიზნეს ჟურნალმა Fortune.com-მა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი 5 ხელმძღვანელი ქალის სია გამოაქვეყნა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ ქალბატონების ასაკი 55 წლიდან 65 წლამდე მერყეობს, რაც ქართული რეალობისათვის თითქმის წარმოუდგენელ კარიერულ ასაკს წარმოადგენს. ასევე საინტერესოა რომ დამსაქმებელი კომპანიები თანამედროვე ტექნოლოგიურ სფეროებში მოღვაწე ორგანიზაციებია.

წარმოგიდგენთ Fortune. Com-ის მიერ შედგენილ სიას 2015 წლის მონაცემებით, მოცემულ სიაში ვერ მოხვდა კომპანია International Business Machines Corp-ის აღმასრულებელი დირექტორი ვირჯინია რომეტი, რომლის შემოსავალიც 2015 წელს 19.9 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა 2016 წლის მონაცემებით, სულ რაღაც ერთ წელიწადში, მისმა საერთო ანაზღაურებამ 96.000,000-ს გადააჭარბა.

1. საფრა კეტსი (Oracle); ანაზღაურება – 56.9 მილიონი დოლარი; 56 წლის


2. რუთ პორატი (Alphabet); ანაზღაურება – 41.1 მილიონი დოლარი; 60 წლის

3. მერი ბარა (GM); ანაზღაურება – 36.3 მილიონი დოლარი; 56 წლის

4. მერლინ ჰიუსონი (Lockheed Martin); ანაზღაურება – 28.3 მილიონი დოლარი; 64 წლის

5. ანჯელა არენტსი (Apple); ანაზღაურება – 27.6 მილიონი დოლარი; 57 წლის

გაზიარება:

მსგავსი პოსტები:

მსგავსი პოსტები:

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO მსოფლიოში
თანამედროვე სამყაროში ადამიანების გარკვეული რაოდენობა ფიქრობს რომ

მეტის ნახვა

კომენტარები