სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი

შესახებ

ბიაიჯი ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე და ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიზნებს ახორციელებს მიკროსაფინანსო სექტორში არსებული საერთაშორისო პრინციპების დაცვით.
მიმდინარე სტრატეგიის ძირითადი მიმართულებია: რეგიონებში განვითარება, ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვისა და არსებულის სრულყოფის ხარჯზე კომპანიის ეფექტიანობის ამაღლება, და როგორც კლიენტებისთვის, ასევე თანამშრომლებისა და მთელი საზოგადოებისათვის სასარგებლო სოციალური პროექტების განხორციელება.
ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2008 წლიდან და ამჟამად აერთიანებს 250-მდე თანამშრომელს, რომლებიც დასაქმებული არიან  სათავო ოფისსა და 11 სერვის-ცენტრში.
სათავო ოფისი და 3 სერვის ცენტრი მდებარეობს თბილისში, ხოლო ქუთაისში, თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორში, სენაკსში, მარნეულსა და ზუგდიდში მომხმარებლებს ემსახურება თითო სერვის-ცენტრი.
მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს  სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.

2016 წლის ივლისში ბიაიჯიმ მოიწონა კლიენტის დაცვის Smart Campaign - ის 7 პრინციპი, რაც გულისხმობს კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას. კომპანია აცხადებს მზაობას თავისი საქმიანობის ბიზნეს მოდელი მოარგოს აღნიშნულ პრინციპებს და შედეგად მოიპოვოს Smart Campaign -ის სერტიფიკატი. სერტიფიკატის მოპოვება კი ხელს შეუწყობს კომპანიის მიმართ სანდოობის ზრდას და პასუხისმგებლიანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეპუტაციის გაძლიერებას.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

  • ტელეფონი

    0322 950 950  

  • ელ-ფოსტა

    Info@big.com.ge

    hr@big.com.ge

  • საქმიანობის სფერო

    ბანკები და ფინანსები

  • განცხადებები 0

მდებარეობა

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი