სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ბაზისბანკი
ბაზისბანკი

ბაზისბანკი

შესახებ

1993 წელს, მეგობრების ჯგუფმა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა – მათემატიკოსებმა და ფიზიკოსებმა, გადაწყვიტეს ბანკის დაარსება. იმ დროისთვის, მხოლოდ ერთი სერვისცენტრით, რამდენიმე თანამშრომლით და 5 მილიონი ლარის კაპიტალით, ბანკი გაუმკლავდა უამრავ დაბრკოლებას:  პოსტ–საბჭოური პერიოდი, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, ადაპტაცია ახალ ეკონომიკურ რეალობაში, მძიმე პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიტუაცია და სხვა.

90-იან წლებში 300-მდე სხვა მოქმედმა ბანკმა განიცადა კრახი, ვინაიდან ვერ გაუმკლავდა აღნიშნულ სიძნელეებს. ბაზისბანკი კი, რაციონალურ მენეჯმენტზე დაყრდნობით,  ორგანული ზრდის გზით განვითარდა და ჩამოყალიბდა სტაბილურ და ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც მზად იყო ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიული პარტნიორის შემოსვლისთვის.

ბანკის მენეჯმენტს ჰქონდა  მკაფიო მიზანი, შეექმნა მოქნილი, სანდო, ფინანსურად გამჭირვალე და კლიენტების მოთხოვნებზე ორიენტირებული უნივერსალური ინსტიტუტი. 

მიზანი საკმაოდ მოკლე დროში იქნა მიღწეული, მუდმივი და სტაბილური ზრდისა და განვითარების ფონზე, ბაზისბანკმა აიმაღლა ცნობადობა და  რეგიონში საიმედო პარტნიორის სტატუსი მოიპოვა. შედეგმაც არ დააყოვნა 2008 წელს, EBRD ბანკის 15% იანი აქციათა პაკეტის მფლობელი გახდა. 2012 წელს უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ ჯგუფმა “ ბანკის აქციათა 90% შეისყიდა, მოგვიანებით კი, თავისი წილი 92,30%–მდე გაზარდა.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 032 292 29 22   *9292

  • ელ-ფოსტა

    info@basisbank.ge

  • საქმიანობის სფერო

    ბანკები და ფინანსები

  • კარიერის გვერდი

    www.basisbank.ge/ge/career/
  • განცხადებები 0

მდებარეობა

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი