სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

ქ. ბათუმის მერია

შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის საქმიანობის პრინციპებია:

  1. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
  2. კანონის წინაშე თანასწორობა;
  3. საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
  4. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
  5.  საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წო­რებით;
  6.  მიუკერძოებლობა;
  7.  საქვეყნოობა და საჯაროობა;
  8.  სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.

 

აპარატის უფლებამოსილებებია:

  1.  მერისათვის ხელშეწყობა საკრებულოსათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პრო­ექტების წარდგენის განხორციელებაში;
  2.  მერისათვის, ვიცე-მერისათვის, მერის მოადგილეებისათვის კანონმდებლობით მი­ნი­ჭე­ბული უფლებამო­­სილების განხორციელებაში ხელშეწყობა;
  3.  მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია, მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტე­ბის პროექტების ექსპერტიზა;
  4.  მერის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულების და სხვა ოფიციალური დოკუმენ­ტა­ციის პროექტების მომზადება და /ან შეთანხმება;
  5.  მერიის (მერის) და მისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლობა საქართვე­ლოს საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართ­ველოს საერ­თო სასამართ­ლოებ­ში, პროკურა­ტურის ორგანოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე სხვა სახელმწიფო ორ­გა­­ნოებ­თან და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას. ასევე იმ ორგანოების (ორგანიზაციების, თანამ­დე­ბობის პირების) წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამარ­თლოებში, რომ­ლე­ბ­­საც სა­ქარ­თვე­ლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევევათა კოდექსით თვითმმართველი ერ­თე­ულისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი აქტით მიენიჭათ ად­­­მინის­ტრა­ციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება (მხოლოდ სამართალდარღვევის საქ­მის ან/და საჩივრის სასამართლოში განხილვისას);
  6.  საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  7.  მერიაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ა.შ.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    (0422) 27 26 06  

  • ელ-ფოსტა

    info@batumi.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი