სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ახალი ხედვა
ახალი ხედვა

ახალი ხედვა

შესახებ

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი და ერთადერთი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრამვატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საშუალებების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

"ახალი ხედვა" დაარსდა 2011 წელს.   2012 წლიდან აქტიურად აწარმოებს სამედიცინო პროდუქტების იმპორტს და შემდეგ როგორც საცალო ასევე საბითუმო გაყიდვებს. დაარსებიდან სამი წლის თავზე კომპანიას აქვს საკუთარი ოთხი ორთოპედიული მაღაზია და კიდევ იგეგმება როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მაშტაბით მაღაზიების გახსნა, რაც მომხმარებელს ხელს შეუწყობს მოკლე დროში და მისთვის მოსახერხებელ ადგილზე მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება.

ჩვენთვის, პრიორიტეტია მომხმარებელს შევუქმნათ კომფორტი და სწორედ ამიტომ ჩვენი  საიტიდან შეკვეთის შემთხვევაში მიტანის სერვისი უფასოა ქალაქის მაშტაბით.

პირველ ეტაპზე  კომპანიის ძირითადი მიმართულება იყო   ტრამვატოლოგა,ორთოპედია. მოგვიანებით ასორტიმენტს დაემატა სამედიცინო მედტექნიკა და ფეხის ტერფის დიაგნოსტიკა.

ჩვენი კომპანია ამ ეტაპზე იმპორტს ახორციელებს შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ისრაელი, ამერიკა, ჩინეთი, გერმანია.

რაც შეეხება ჩვენს მომწოდებლებს მათ გააჩნიათ ყველა საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი.

  • ტელეფონი

    0322 14 67 38  

  • ელ-ფოსტა

    info@akhalikhedva.ge

  • საქმიანობის სფერო

    სილამაზე და ჯანმრთელობა, მედიცინა

  • განცხადებები 0

მდებარეობა

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი