სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

შესახებ

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აჭარის ა. რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების მართვის სახელმწიფო ორგანოს.

დეპარტამენტი აწარმოებს სახელმწიფო პოლიტიკას ტურიზმისა და კურორტების შენახვისა და განვითარებისათვის, ახდენს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე, ხელს უწყობს ტურიზმის სფეროში სიახლეების დანერგვას.

 

დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს წამოადგენს:

  1. ტურისტული და საკურორტო რესურსების შენარჩუნებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და მათი რეალიზაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
  2. ტურიზმისა და კურორტების პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენ-ტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება.
  3. ტურისტული და საკურორტო მომსახურების სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, მისი განზოგადება და გამოყენება;
  4. ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  5. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცე-სების ანალიზი;
  6. ტურიზმისა და კურორტების სფეროში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
  7. ტურიზმისა და კურორტების დარგში შიდა სამომხმარებლო ბაზრისა და მომსა-ხუ-რების სფეროს განვითარებისათვის წინადადებათა მომზადება და ხელშეწყობა მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით;
  8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნის მიზნით წინადადებების შემუშავება და წარდგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
  9. კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის სხვადასხვა სახეობათა განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებ-თან თანამშრომლობა;
  10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე;
  11. დარგის სპეციალისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    577 90 90 93  

  • ელ-ფოსტა

    info@gobatumi.com

  • საქმიანობის სფერო

    ტურიზმი, სპორტი, დასვენება და გართობა; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი