სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა

აფხაზეთის ა.რ წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

შესახებ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

 

  1. საქართველოს და აფხაზეთის კანონებისა და სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, აფხაზეთის მთავრობის სამართლებრივი აქტების, სამთავრობო დაწესებულებებისა და წარმომადგენლობის აქტების შესრულების უზრუნველყოფა;
  2. თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, მონაწილეობის მიღება შესაბამისი პროექტების შემუშავებაში; გ) უფლებამოსილების ფარგლებში სამეგრელო _ ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის კონტროლი და კოორდინაცია.
  3. წარმომადგენლობის ბიუჯეტისა და სოციალური პროგრამების შედგენა, წარმომადგენლობის საკუთრების აღრიცხვა, ფლობა, სარგებლობა და განკარგვა.
  4. მოსახლეობის სოციალური დაცვა და დასაქმების ხელშეწყობა; შესაბამის სამინისტროებთან ერთად განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა.
  5. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა; თანამშრომლობა შესაბამის ორგანობთან სამობილიზაციო სამუშაოთა შესასრულებლად;
  6. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის ხელის შეწყობა დევნილი მოსახლეობის დროებით მისამართზე რეგისტრაციაში, თანამშრომლობა და დახმარების აღმოჩენა დევნილის სტატუსის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში; საქართველოს პრეზიდენტის N24 ბრძანებულებით გათვალისწინებული პროგრამის ,,ჩემი სახლი’’ განხორციელებისათვის სათანადო პირობების შექმნა.
  7. მოქალაქეთა პირადობის დადასტურება და შესაბამისი კომისიის მიერ სათანადო დასკვნის გაცემა;
  8. სამეგრელო _ ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, რეზერვისტების და სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, ომის ინვალიდები, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები) შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება.
  9. საქართველოსა და აფხაზეთის ა/რ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    (+995 415) 2 5 30 16  

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი