სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შესახებ

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის აგროსასურსათო, აგროგადამამუშავებელი, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის, მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, აგროსაინჟინრო და ვეტერინარიის დარგები.

 

სამინისტროს ამოცანებია:

  1. რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგის პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
  2. სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგებისა და მიმართულებების განვითარების მიზნით შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;
  3. სოფლის მეურნეობის დარგის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  4. აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;
  5. სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გადამუშავებისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;
  6. სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  7. სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობა;
  8. კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
  9. სასელექციო, სანერგე, სანაშენე, მეთესლეობის, ჯიშთა გამოცდისა და მცენარეთა დაცვის საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
  10. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით აგრარული ექსტენციის განვითარება;
  11. რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაციის, რაციონალური გამოყენების, ნაყოფიერების გაზრდისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;
  12. სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული  ცოდნის  დაუფლებისა  და  კვალიფიკაციის  ამაღლების   ორგანიზებისათვის  ხელშეწყობა;
  13. რეგიონში ბიოაგროწარმოების ხელშეწყობა და ა.შ.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    0422 24 78 41  

  • ელ-ფოსტა

    contact@moa.ge

  • საქმიანობის სფერო

    სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მებაღეობა; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი