სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო

აჭარის სატყეო სააგენტო

შესახებ

აჭარის სატყეო სააგენტო შეიქმნა 2011 წლის 1 იანვარს აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55დადგენილების საფუძველზე. ის არის აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახ­ორ­ციელებლად კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს.
სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბლანკი და ბეჭედი საქართვ­ე­ლოს მცირე სახელმწიფო გერბის და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონ­მდე­ბლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგა­რიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
სააგენტოს აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთა ფორმებს ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

სააგენტოს ძირითადი მიზნებია:

  1. ტყის დაცვა, მოვლა და აღდგენა;
  2. ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპო­ნენ­ტების მდგრადი გამოყენება.

სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:

  • ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
  • ტყის ფონდის მართვა;
  • ტყითსარგებლობის რეგულირება;
  • ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
  • ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.

სააგენტოს აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:

  • ტყის მონიტორინგის სამსახური;
  • ტყის მართვის სამსახური;
  • ეკონომიკური სამსახური;
  • ადმინისტრაციული სამსახური.

სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:

  • ქობულეთის სატყეო ადმინისტრაცია;
  • ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია;
  • ქედის სატყეო ადმინისტრაცია;
  • შუახევის სატყეო ადმინისტრაცია;
  • ხულოს სატყეო ადმინისტრაცია.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    422 27 28 93  

  • საქმიანობის სფერო

    სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მებაღეობა; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი