სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შესახებ

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არის ერთმმართველობის პრინციპზე დაფუძნებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება და შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში. სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში საქართველოს ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის გამტარებელი ორგანო. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის სისტემაში შემავალი ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.

კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს:

  1. განათლების, კულტურისა და სპორტის სისტემის მართვას;
  2. განათლების სისტემის ინსტიტუციურ და პროგრამულ რეფორმირებას;
  3. სოციალურ–საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას;
  4. ეკონომიკის ახალ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ფორმირების ხელშეწყობას;
  5.  ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ორგანიზებას;
  6. განათლების, კულტურისა და სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
  7. საჯარო სკოლების მიერ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე თანხმობის გაცემას;
  8. კულტურისა და სპორტის სფეროებში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდას და ინსტიტუციური მართვის გაუმჯობესებას;
  9. კულტურისა და სპორტის დაწესებულებების ოპტიმალურ ინსტიტუციურ მოწყობას;
  10. განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების პროგრამულ დაფინანსებას;
  11. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებას;
  12. თავისი საქმიანობის სფეროში საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების აღსრულებას;
  13. განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში დამტკიცებული  პროგრამების მართვას, განხორციელებასა და კონტროლს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  14. კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 (422) 24-53-86   +995 (422) 24-53-82

  • ელ-ფოსტა

    administracia@moecs.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება; კულტურა და ხელოვნება; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი