სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

შესახებ

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ძირითად ამოცანებს და ფუნქციებს წარმოადგენს:

  1. კომპეტენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საფინანსო სისტემის მართვა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება;
  2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;
  3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის კოორდინაცია;
  4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება;
  5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობის, მართვისა და განკარგვის უზრუნველყოფა;
  6. რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი,  რეგიონში ინვესტიციების, გრანტების მოზიდვის და საერთაშორისო დახმარებების მიღების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება და განხორციელება, რეგიონის სტრატეგიული და სივრცით-ურბანული განვითარების ტენდენციების გათვალისწინებით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
  7. ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განხორციელება, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების პროცესის წარმართვა, სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოცემა, კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, სამრეწველო დანიშნულების  ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;
  8. საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    + 995 422 27-35-10  

  • ელ-ფოსტა

    info@mofea.ge

    pr@mofea.ge

  • საქმიანობის სფერო

    ბანკები და ფინანსები; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი