სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
აბაშის მუნიციპალიტეტი
აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

შესახებ

   გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას.  გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულებისაგან.
   გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის" საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.
   გამგეობის  თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
    აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით' და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის  განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
   საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული   წევრებისაგან.
    საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი', „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია', საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს რეგლამენტი.
   საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით, წყვეტს საკრებულო. 

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 (0412) 291808   +995 0(412)291919

  • ელ-ფოსტა

    gamgeobaabasha@yahoo.com

    abasha.mun@gmail.com

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი