სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
თელავის მუნიციპალიტეტი
თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტი

შესახებ

   თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (შემდგომში -სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას და მუნიციპალური ქონების განკარგვის საკითხებზე წინადადებების მომზადებას.

   სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებითა.

   სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და გამგეობის დებულების მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად.

სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს.

  • ტელეფონი

    +995 (0350) 23 25 85   +995 (0350) 27 31 06

  • ელ-ფოსტა

    telavimunicipality@gmail.com

    telavi.municipaliteti@gmail.com

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი