სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
თეგეტა მოტორსი
თეგეტა მოტორსი

თეგეტა მოტორსი

შესახებ

”თეგეტა მოტორსი” საავტომობილო დარგში რეგიონის ერთერთი ლიდერი კომპანიაა. მათი თითოეული თანამშრომელი გამოირჩევა მომხმარებელზე განსაკუთრებული ზრუნვით. ”თეგეტა მოტორსი” სრულყოფილ და რაც მთავარია ხარისხიან პროდუქციასა და სერვისს სთავაზობს მის მომხმარებლებს. კომპანია მუდმივად ცდილობს ქართველი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ის პროდუქცია თუ სერვისი რომელიც ახლახანს დაინერგა მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში. 

თეგეტა მოტორსი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით. თეგეტა მოტორსში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 2000-ზე მეტ საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 22 ფილიალს, რომლებიც თბილისში, ასევე ბათუმში, რუხში (ზუგდიდი), ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავში, მარნეულსა და ახალქალაქშია. 1995 წელს შპს ავტოექსპორტის სახელით დარეგისტრირებული სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე პატარა მაღაზია დღეს ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც 300- ზე მეტი მსოფლიო ბრენდის პარტნიორია. 

 

მისია: ჩვენ წარმოვადგენთ უნივერსალურ კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკით ვაჭრობისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში. ჩვენს კორპორატიულ და საცალო კლიენტებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ავტოპროდუქტებისა და სერვისის ფართო სპექტრს.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    ( +995 32 ) 226 44 44  

  • ელ-ფოსტა

    info@tegetamotors.ge

  • საქმიანობის სფერო

    ავტომობილები; ვაჭრობა; მომსახურება

  • კარიერის გვერდი

    career.tegetamotors.ge
  • განცხადებები 0

მდებარეობა

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი