სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
Start - Business Solutions
Start - Business Solutions

Start - Business Solutions

შესახებ

   Start - Business Solutions არის ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია. ის საქართველოს ბაზარზე პირველია, რომელიც სტარტაპებს სთავაზობს კომპლექსურ სერვისს – იდეის დამუშავებიდან მის ბიზნესად ქცევასა და განვითარებამდე.

ჩვენი კომპანია ბიზნესის დამწყებთ ეხმარება ახალი ბიზნესის სწორად დაგეგმვაში, მათი საქმიანობიდან გამომდინარე სწორ ხალხთან დაკავშირებასა და ბიზნესის დაწყების შემდგომ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე საჭირო ფინანსური რესურსების მოზიდვაში. „სტარტი“ აქტიურად არის ჩართული ბიზნეს იდეების წარმატებული კომერციალიზაციის პროცესში.

ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი ბევრი ახალი ბიზნესის შექმნის ხელშეწყობაა. აქედან მომდინარეობს კომპანიის სახელიც და მისი ბიზნესის ფილოსოფიაც. მიზანთან შესაბამისია კომპანიის ძირითადი პროდუქტებიც:

  1. ბიზნეს მოდელის დამუშავება;
  2. ბიზნეს გეგმა;
  3. ბაზრის კვლევები;
  4. ახალი ბიზნესის შექმნის მხარდაჭერა;
  5. ბიზნეს იდეების მოძიება/დამუშავება/მომზადება;
  6. ინვესტიციების მოზიდვა;
  7. სტარტაპის გაყიდვების მხარდაჭერა.

მცირე ისტორიის მიუხედავად, კომპანიამ საქმიანობის მანძილზე უკვე არაერთი პროექტი განახორციელა და რამდენიმე ახალი სტარტაპის ხელშემწყობიც გახდა.

აღსანიშნავია ასევე კომპანიის სოციალური პროექტები, რომლებიც წარმოადგენს მისი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას. ვებ-პორტალი Startup.Ge, ბიზნეს აქსელერატორი Startup მარანი, პლატფორმა Startups.Ge და ბლოგი “ჰოდა დაიწყე”, რომლითაც კომპანია ხელს უწყობს დამწყებ მეწარმეებს საქართველოში.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 032 218 38 21  

  • ელ-ფოსტა

    info@startbs.com

  • საქმიანობის სფერო

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი