სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შესახებ

სოხუმის უნივერსიტეტის ისტორია სათავეს იღებს 1932 წლის 7 თებერვალს, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქ. სოხუმში პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა. თავდაპირველად, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ორი კათედრა არსებობდა, რომლებიც, ძირითადად, პედაგოგიური კადრებს ამზადებდა. შემდგომ წლებში ინსტიტუტს სხვა სპეციალობებიც დაემატა და 1960-იანი წლების დასაწყისისთვის პედაგოგიური ინსტიტუტი იქცა წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად, სადაც სასწავლო პროცესი ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე წარმოებდა. 1979 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტი.

1989 წლის ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტს გამოეყო ქართული ნაწილი, რომელიც აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა უმრავლესობას აერთიანებდა. 1989 წლის 14 მაისს უნივერსიტეტის ქართული ნაწილის ბაზაზე ჩამოყალიბდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, რომელმაც 1993 წლიდან ქ. თბილისში გააგრძელა ფუნქციონირება.

ამჟამად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს შვიდ ფაკულტეტზე:

  • იურიდიული ფაკულტეტი
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
  • განათლების ფაკულტეტი
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათ ფაკულტეტი
  • მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
  • ტელეფონი

    0322 541405  

  • ელ-ფოსტა

    info@sou.edu.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი