სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმი
სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმი

სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმი

შესახებ

სასტუმრო “რადისონ ბლუ ბათუმი” ზღვის სანაპირო ზოლიდან სულ რაღაც 100 მეტრითაა დაშორებული. პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, იტალიელი არქიტექტორის, მიკელე დე ლუკის მიერ შექმნილი თანამედროვე დიზაინია. მოელვარე შუშა და შენობის გამორჩეული ფასადი ბუნებრივად ეწერება ბათუმის ცის მოხაზულობაში.

“რადისონ ბლუ ბათუმი” სერვისის მოხერხებულობასა და ელეგანტურობას ერთმანეთს იდეალურად უთავსებს და მომხმარებლისთვის ყოველმხრივ კომფორტულ საცხოვრებელს უზრუნველყოფს. სასტუმროში მოქმედებს სპა ცენტრი ღია და დახურული აუზებით, ფიტნეს კლუბი, ორი რესტორანი და სამი ბარი. შეგიძლიათ გასართობად ეწვიოთ თანამედროვე სამორინეს, სადაც სამაგიდო თამაშებთან ერთად, ხელმისაწვდომია 250-ზე მეტი სლოტ-აპარატი. სამორინეს სტუმრებისთვის პარკინგი უფასოა. დახვეწილი ინტერიერი კი ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი დრო გაატაროთ. სამორინე დროდადრო მასპინძლობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს (კონცერტებს, საცეკვაო შოუებს და ასე შემდეგ), დღესასწაულებზე კი განსაკუთრებულ გათამაშებებს სთავაზობს სტუმრებს. 

 

სასტუმროში ასევე განლაგებულია საკონფერენციო ოთახები და საკმაოდ ვრცელი საბანკეტო დარბაზი.

  • ახლოს მდებარე სანაპირო ზოლი და ქალაქის სავაჭრო ზონა;
  • უფასო მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი სასტუმროს ნებისმიერ წერტილში;
  • ღია და დახურული საცურაო აუზები;
  • 1659კვ.მ-ზე განთავსებული Anne Semonin Spa და გამაჯანსაღებელი პროცედურები
  • შეხვედრების 7 ოთახი, საკონფერენციო დარბაზი და საცეკვაო დარბაზი, რომელიც 350 ადამიანს იტევს

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +955 422 255 555  

  • ელ-ფოსტა

    info.batumi@radissonblu.com

  • საქმიანობის სფერო

    ტურიზმი, სპორტი, დასვენება და გართობა

  • განცხადებები 0

მდებარეობა

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი