სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
PSP
PSP

PSP

შესახებ

PSP 23 წელია ფუნქციონირებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.კომპანიის სახელწოდება PSP, ლათინური გამონათქვამის "Paulatim Summa Petuntur" აბრევიატურას წარმოადგენს და ქართულად ნიშნავს "ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ". 

PSP-ში პრიორიტეტული მიმართულებებია მედიკამენტების წარმოება ფარმაცევტული საწარმო GMP-ის ბაზაზე, ლიდერობა ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტი, დისიტრიბუციის, სააფთიაქო ქსელის, საავადმყოფოების ქსელის და სადაზღვეო სექტორის განვითარება. 

2016 წელს "პსპ"-მ სრულიად ახალი ბრიტანული კონცეფციის მომსახურება შესთავაზა მომხმარებელს რებრენდირებულ აფთიაქებში - ოჯახზე, სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ორიგინალური სივრცეებით. 
"პსპ"-ს 200-მდე აფთიაქი მთელ საქართველოში მომხამერებელს 30,000-ზე მეტი დასახელების გარანტირებული ხარისხის პროდუქციას სთავაზობს ყველაზე დაბალ ფასად. 

"პსპ ფარმაში" 3,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული!

 

ჩვენი კრედო:

ჩვენი მისიაა გავუადვილოთ ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მთავარი საზრუნავი ჯანმრთელი საზოგადოებაა, რომლისთვისაც ვცდილობთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საუკეთესო საშუალებები

 

ჩვენი მთავარი ფასეულობები:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი, რითიც ვცდილობთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მაგალითი მივცეთ ერთმანეთს და სხვებს.
  • პროფესიონალიზმი, რაც ჩვენთვის ცოდნასთან ერთად საკუთარი საქმის გულით კეთებას ნიშნავს.
  • მუდმივი წინსვლა თითოეული ჩვენთაგანის კვალიფიკაციასა და საქმიანობაში.
  • პატიოსნება საკუთარ თავთან, ერთმანეთთან და პარტნიორებთან მიმართებაში.
  • პატრიოტიზმი ჩვენი კომპანიის და ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    995 32 218 51 11   995 32 218 51 11

  • ელ-ფოსტა

    contact@psp.ge

  • საქმიანობის სფერო

    სილამაზე და ჯანმრთელობა, მედიცინა

  • კარიერის გვერდი

    psp.ge/new/vacancy
  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი