სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
Novatio • ნოვაციო
Novatio • ნოვაციო

Novatio • ნოვაციო

შესახებ

ორგანიზაცია "ნოვაციო" არის ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია. ორგანიზაცია არსებობდა 2015 წლიდან საინიციატივო ჯგუფის სახელით, ხოლო მისი იურიდიული რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 1 ივნისს. 

ორგანიზაცია აერთიანებს 16–დან 30 წლამდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებია: ხარისხი, სიახლე, კრეატიულობა და პასუხისმგებლობა! 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ნოვაციოს" მიზნებია:

  • ახალგაზრდების სამართლებრივი და კულტურული თვითშეგნების ამაღლება;
  • ახალგაზრდებში განათლების დონის გაუმჯობესება და ამ მიზნით არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია; 
  • ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; 
  • სპორტული, კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელება.


ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია პროექტების, ღონისძიებებისა და ჩემპიონატების ორგანიზებით თაობათა ინტეგრაცია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდების დაახლოება და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 571 19 51 19  

  • ელ-ფოსტა

    info@novatio.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი