სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი • National Centre of Manuscripts
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი • National Centre of Manuscripts

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი • National Centre of Manuscripts

შესახებ

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში. იგი 1958 წლის 30 ივნისს პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში თავმოყრილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნთსაცავსა თუ კერძო კოლექციაში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური: მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები, მემორიალური ნივთები და სხვ.

აქ დაცული უნიკალური კოლექცია მრავალ დარგსა და სფეროს მოიცვს: ისტორია, გეოგრაფია, მოგზაურობა, სამართალი, ლექსიკონები, სამკურნალო წიგნები, მხატვრული ლიტერატურა, ბიბლიური ტექსტები, აგიოგრაფია, საეკლესიო სამართალი, ფილოსოფია, ასტროლოგია, მათემატიკა, სამხედრო და სხვა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილია:

V-XIX საუკუნეების 10.000-მდე ქართული (მათ შორის 4.000-მდე უმნიშვნელოვანესი პალიმფსესტური ფურცელიც) და 4.000-მდე უცხოური (არაბული, სპარსული, თურქული, რუსული, სომხური, ბერძნული, ფრანგული, გერმანული, ლათინური, ებრაული, პოლონური, ინგლისური, ჩეხური, სირიული, ეთიოპიური, მონღოლური და სხვ.) ხელნაწერი;

X-XIX საუკუნეების 40.000-მდე ქართული და 5.000-მდე უცხოენოვანი ისტორიული დოკუმენტი, რომელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სპარსული და თურქული დოკუმენტები, მათ შორის კი შაჰის ფირმანები, ოქმები...

ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები, მათ შორის ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვათა არქივები. აქვეა დაცული გრიგოლ წერეთლის სრულიად უნიკალური პაპირუსთა კოლექციაც.

საქართველოსა და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ქართულ და უცხოენოვან ხელნაწერთა და ისტორიულ დოკუმენტთა ფოტოასლები და მიკროფირები. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ათონის ივირონის მონასტრის, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრისა და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ქართულ ხელნაწერთა ფოტოპირები.

ცენტრს მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა გააჩნია, სადაც რარიტეტული და უახლესი ქართული და უცხოური გამოცემების გვერდით ინახება ძველნაბეჭდი წიგნების ძვირფასი კოლექცია, მათ შორის პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629) და ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი სახარება (1709), დავითნი (1711), შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" პირველი გამოცემა (1712) და სხვ. ბიბლიოთეკის ძირითად ფონდებში დაცულია ჰუმანიტარული მიმართულების 60.000-მდე ქართული თუ უცხოენოვანი წიგნი.
 

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 32 2474242  

  • ელ-ფოსტა

    info@manuscript.ac.ge

    pr@manuscript.ac.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება; კულტურა და ხელოვნება

  • განცხადებები 1

    ღონისძიებები

მდებარეობა

განცხადებები

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი