სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას. სამინისტროს უმთავრესი მიზანია სამართალდარღვევათა რიცხვის შემცირება, მოქალაქეთა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, მათი უფლებების დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტების შესაბამისად დაცვა. ამ მიზნის მისაღწევად სამინისტროს ამოცანებს განეკუთვნება დანაშაულის პრევენცია, ეფექტიანი რეაგირება, ხარისხიანი მომსახურების გაწევა და საზოგადოებასთან მჭიდრო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება. სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით.

 

შსს-ს საქმიანობა ემყარება კანონიერების, ჰუმანურობის, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებს. ამასთან ერთად, სამინისტრო აცნობიერებს, რომ საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის დამსახურება მხოლოდ ეთიკური და ჰუმანური მოპყრობითაა შესაძლებელი.

 

დღეისათვის, სამინისტროს საქმიანობა ახალი ხედვითა და მიდგომებით ხორციელდება. პოლიტიზებული ძალოვანი უწყების ნაცვალად, შსს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ სამართალდამცავ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. პოლიტიკის შემუშავების, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ინსტიტუციონალიზაციისა და რეფორმების განხორციელების მიზნით, შემუშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების სტრატეგია. აქამდე არსებული პრაქტიკა უწყების მუდმივი შეფასების, ანალიზის, საჭიროებების გამოვლენის, რესურსების რაციონალური გამოყენების მიდგომით შეიცვალა.

 

სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საზოგადოებასთან და აქტიურ ნაბიჯებს დგამს მისი ინფორმირებისა და მიმდინარე პროცესებში ჩართულობისთვის. სამინისტროს საქმიანობა ეფუძნება საჯაროობასა და გამჭვირვალობას. მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ საჯარო ინფორმაციას.

შსს საზოგადოებაზე და მის საჭიროებებზეა ორიენტირებული, მისი საქმიანობა განიხილება, როგორც საზოგადოებრივი სერვისის განხორციელება, რომელიც ეფუძნება მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    112  

  • ელ-ფოსტა

    public@mia.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    იურისპრუდენცია; უსაფრთხოება

  • კარიერის გვერდი

    hr.police.ge/select-vacancies/
  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი