სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
Heinrich-Böll-Stiftung South Caucasus
Heinrich-Böll-Stiftung South Caucasus

Heinrich-Böll-Stiftung South Caucasus

შესახებ

2003-2014 წლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ყოველწლიურ ”ადგილობრივ” სასტიპენდიო პროგრამას ატარებდა სამხრეთ კავკასიაში სოციალური მეცნიერებების სფეროში დაკავებული ახალგაზრდა მეცნიერებისათვის. მკვლევარები, რომელთა ასაკი 35 წელს არ აღემატება, უახლესი ისტორიის, სოციოლოგიის და ქალაქის მდგრადი განვითარების სფეროებში ინდივიდუალურ ინტერდისციპლინარულ პროექტებზე მუშაობდნენ.

სასტიპენდიო პროგრამა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ახალგაზრდა განათლებული კადრების გადინებით გამოწვეულ გამოწვევებს პასუხობდა. ახალგაზრდა მკვლევარები ტოვებდნენ რეგიონს, რადგან საკუთარი პროფესიული ცოდნის სამეცნიერო ან სოციალურ-პოლიტიკურ გამოყენების საშუალებას ვერ პოულობდნენ. ეს განსაკუთრებით ეხებოდა უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების მქონე 23-35 წლის ასაკის მეცნიერთა თაობას, რომლებმაც რთულ პოსტ-საბჭოთა პირობებში ვერ მონახეს საკუთარი ადგილი ახალ საზოგადოებრივ პირობებში. არადა, სწორედ მეცნიერთა ამ  ახალ თაობას შესწევდა უნარი, კვლევებისა და სოციალური ჩართულობის გზით ხელი შეეწყო საკუთარი საზოგადოებების მოდერნიზაციისთვის.

 

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებდა სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მისი მიზანი იყო:

  • ახალგაზრდა სოციალურ მეცნიერთა ხელშეწყობა ინდივიდუალური და ინტერდისციპლინარული პროექტების განხორციელებაში;
  • სამხრეთ კავკასიაში ისტორიული და სოციალური მეცნიერებების მეთოდოლოგიური და თემატური განახლება;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა რეგიონალური თანამშრომლობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში;
  • მაღალკვალიფიციური ექსპერტების ქსელის შექმნა სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებრივი მეცნიერებების სფეროში საერთო პროექტების განსახორციელებლად.

პროგრამის 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში, 114-მა ახალგაზრდა მეცნიერმა აზერბაიჯანიდან. სომხეთიდან და საქართველოდან ფონდის მხარდაჭერით ინოვაციური და საზოგადოებრივ საჭიროებებზე მიმართული საველე კვლევა ჩაატარა. პროგრამის ფარგლებში აკადემიური ხარისხის 74 სტატია გამოქვეყნდა. 2008-2013 წლებში პროგრამის ყოფილმა სტიპენდიატებმა ფონდთან თანამშრომლობით 5 აკადემიური ნაშრომი მოამზადეს გენდერის კვლევების, ფემინიზმის ისტორიის, სამხრეთ კავკასიის უახლესი ისტორიის და საბჭოთა წარსულის გააზრების და კონფლიქტების ტრანსფორმაციის საკითხებზე. რაც მთავარია, 10 წლის თანამშრომლობის შედეგი გახდა ფონდის პარტნიორების და საექსპერტო-საკონსულტაციო ქსელის შექმნა, რომელიც კავკასიის საკითხებზე მომუშავე ყოფილ სტიპენდიატებს და სასტიპენდიო პროგრამაში მოწვეულ ექსპერტებს აერთიანებს როგორც სამხრეთ კავკასიიდან, ისე რუსეთიდან, გერმანიიდან და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    0322 38 04 67  

  • ელ-ფოსტა

    info@ge.boell.org

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება

  • განცხადებები 1

    ღონისძიებები

მდებარეობა

განცხადებები

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი