სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
Georgian Academic Abroad
Georgian Academic Abroad

Georgian Academic Abroad

შესახებ

Georgian Academic Abroad - წამყვანი საგანმანათლებლო საკონსულტაციო სააგენტო საქართველოში, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს ასობით საგანმანათლებლო პროგრამას მთელს მსოფლიოში:

  • ენის შემსწავლელი კურსები 
  • საზაფხულო სკოლები
  • სასერთიფიკატო პროგრამები
  • საშუალო განათლება
  • Foundation (ბაკალავრიატისთვის მოსამზადებელი პროგრამები)
  • Pre-Masters (წინასამაგისტრო პროგრამები)
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სადოქტორო პროგრამებს

სააგენტო გთავაზობთ შემდეგ სერვისებს: 

  • კონსულტაცია საზღვარგარეთ განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე;
  • იმ  სკოლის/ უნივერსიტეტისა  და სასწავლო პროგრამის შერჩევა, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მიზნებს, საჭიროებებს, მოლოდინსა და ბიუჯეტს
  • არჩეული სასწავლო დაწესებულებისა და პროგრამის მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგების პროცესში მხარდაჭერა. დოკუმენტაციაში იგულისხმება: სააპლიკაციო ფორმა, სამოტივაციო წერილი, სარეკომენდაციო წერილი რეზიუმე/CV და ა.შ. 
  • არჩეულ სასწავლო დაწესებულებაში საბუთების გაგზავნა და შემდეგი პროცესების წარმართვა
  • სავიზო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დოკუმენტაციის მოწესრიგებაში და სავიზო განაცხადის გაკეთებაში მხარდაჭერა. 

 Georgian Academic Abroad,  დარსდა 2008 წელს. 2008 წლიდან ჩვენ 2000-ზე მეტ აპლიკანტს დავეხმარეთ ესწავლათ სასურველ უნივერსიტეტებში (foundation, undergraduate and graduate, masters, pre-masters), ენის სკოლებში. ჩვენმა სტუდენტებმა განათლება მიიღეს: ამერიკის შეერთებული შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, მალტაში, ახალ ზელანდიაში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, ჩინეთში შვეიცარიასა  და საფრანგეთში. ჩვენ ვართ ოფიციალური წარმომადგენელი  ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტებისა როგორებიცაა: GLION, Les Roches, Kendall College, Blue Mountains International Hotel Management School. ასევე ვთანამშრომლობთ დიდი ბრიტანეთის შემდეგ რეიტინგულ უნივერსიტეტებთან: St. Andrews University, Surrey University, Lancaster University, Exeter University, Aberdeen University და ასე შემდეგ.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 593 71 58 58   +995 558 17 58 58

  • ელ-ფოსტა

    info@academicabroad.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი