სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

შესახებ

  „საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS“ არის მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საქართველოს საგარეო, უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროს კვლევასა და მის სიღრმისეულ ანალიზს.

  ჩვენ მიზნად ვისახავთ  სასამართლოს, განათლების, კონფლიქტების მოგვარების, მოწყვლადი ჯგუფების, თავდაცვის, უსაფრთხოებისა  და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. ჩვენ გვჯერა საქართველოს დემოკრატიული მომავლის, მისი  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია უწყვეტად გაგრძელდეს რეფორმები ამ მიმართულებით.

  GRASS-ი დაარსდა 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყების ყოფილ საჯარო მოხელეთა ჯგუფის მიერ. ჩვენი მთავარი ატრიბუტები გამოცდილება, კომპეტენტურობა და ობიექტურობაა.

  „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ დაარსებიდან დღემდე განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები. მათ შორისაა “FACTCHECK“ – საქართველოში ყველაზე მძლავრი და უპრეცედენტო მედია პროექტი.

  • ტელეფონი

    +995 032 230 90 25   +995 032 222 29 13

  • ელ-ფოსტა

    grass@grassgroup.org

  • საქმიანობის სფერო

  • განცხადებები 1

    ღონისძიებები

განცხადებები

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი