სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
შპს ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
შპს ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი

ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი

შესახებ

ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
შენი გზა წარმატებისკენ !
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრს უკვე 300-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს საბანკო სექტორში!

ყველას აინტერესებს,როგორ საქმდებიან ასე სწრაფად და მარტივად ცენტრის კურსდამთავრებულები.
მოკლედ გიამბობთ ჩვენ შესახებ - ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი 2011 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე და უმოკლეს დროში მოახერხა ლიდერი გამხდარიყო ამ სექტორში.

2014 წლის 10 იანვარს ცენტრმა ფუნქციონირება განაგრძო დამოუკიდებელ სამართლებრივ-ორგანიზაციულ ფორმად.

მთავარი მიზანი და ამოცანა იყო კვალიფიციური კადრების გადამზადებით დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა ქვეყანაში,ასევე მოსწავლეთა და აბიტურიენტთა უმაღლესი შეფასებები გამოცდებზე.
თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიზანი და ამოცანა მიღწეულია, უმოკლეს დროში შევძელით, რომ დღეს ჩვენი გადამზადებული 300-ზე მეტი ახალგაზრდა წარმატებით მუშაობს საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში.
(იხ.ალბომი „ჩვენი დასაქმებული მსმენელები")

როგორ მივაღწიეთ ასეთ წარმატებას, როგორ გავახარეთ ჩვენი მსმენელები წარმატებული დასაქმებით და სტუდენტობით?

ცენტრი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიციის მქონე კადრებით,სერტიფიცირებული პროფესორ- მასწავლებლებით, აკადემიური დოქტორებით, პრაქტიკოსი ტრენერებით, რომლებიც მაღალ დონეზე უძღვებიან სკოლის მოსწავლეების,აბიტურიენტების მომზადებას, (როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად) ნებისმიერ სასწავლო დისციპლინაში, სხვადასხვა ტრენინგ-კურსებს სტაჟირებითა და დასაქმებით.

სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები მოიცავს პრაქტიკულ (80%) და თეორიულ (20%) ნაწილს, სწორედ ეს არის ჩვენი ცენტრის უპირატესობა, რაც ცოდნას ეფექტურს ხდის და დასაქმებას 100% -ით უზრუნველყოფს.
როგორ საქმდებიან ასე სწრაფად და მარტივად? 
სულ მოკლე დროში (თვენახევარი), ისინი ეუფლებიან ბანკირთა მომზადების სასერტიფიკატო, სპეციალური სწავლების კურსს საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორის სავალდებულო მოთხოვნების შესაბამისად(ზუსტად ის,რასაც ითხოვს დამსაქმებელი).

ამიტომ, ჩვენს კურსდამთავრებულებს, კონკურენტი არ ჰყავს არც ერთ საბანკო სექტორში, არც ერთ პოზიციაზე

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის 3 +1 ორენოვანი სერთიფიკატი, რომელიც წარმატებით აღიარეს ევროპის ქვეყნებში .


და ბოლოს, ცენტრის ყველა მეგობარს, თანამშრომელს, მსმენელს, მოსწავლესა და მათ მშობლებს, მადლობას გიხდით ნდობის გამოცხადებისთვის.

გვჯერა, კიდევ ბევრს გავახარებთ სტუდენტობით და წარმატებული დასაქმებით.

მუდამ თქვენს სამსახურში,
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი.

თბილისი, ვაჟა-ფშაველას 56
emctbilisi@gmail.com
599 40 71 73; 599 90 16 61; 555 50 71 73

 

 

  • ტელეფონი

    +995 599407173   +995 555507173

  • ელ-ფოსტა

    emctbilisi@gmail.com

  • საქმიანობის სფერო

    ბანკები და ფინანსები; განათლება და მეცნიერება; IT, კომპიუტერები და ინტერნეტი

  • განცხადებები 0

მდებარეობა

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი