სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი

შესახებ

    საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (სჰცა), დაარსებული 1995 წელს, არის ქართული არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროეზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა აფხაზეთში განვითარებული ძალადობრივი კონფლიქტის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ათასობით დევნილი ადამიანის დახმარების მიზნით და, მას შემდეგ უამრავი საგანმანათლებლო, მიკრო-საფინანსო  თუ დევნილთა განსახლების მხარდასაჭერი პროგრამა განახორციელა. სჰცა-ს მთავარი მიზანია გაზარდოს ინდივიდებისა და თემის როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაში, გააუმჯობესოს სოციალური და ეკონომიკური პირობები იძულებით გადაადგილებულ და სხვა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შესაძლებლობათა განვითარებისა და თავდაჯერებულობის ხარისხის ამაღლების გზით. ორგანიზაციის საქმიანობები ხორციელდება გამჭვირვალედ, პროფესიონალიზმის, თანასწორობის, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად გაჩნდა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ახალი ნაკადი (ძირითადად “სამხრეთ ოსეთიდან”) რასაც ცენტრი “აფხაზეთი” მყისიერად გამოეხმაურა და გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გარდა დაიწყო გრძელვადიანი განვითარების პროგრამების დანერგვა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ადგილნაცვალი ადამიანების  მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

    დღესდღეობით, სჰცა-ს პროექტები ბევრად უფრო მრავალფეროვანია, რადგან მათი მიზანი არის “ძველი” და “ახალი” იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, დაბრუნებული, მოსახლეობის მხარდაჭერა. ცენტრი “აფხაზეთის” მიერ განვხორციელებული პროექტები წელიწადში დაახლოებით 5,000 ადამიანს მოიცავს. წლების მანძილზე ორგანიზაციის მისია უცვლელი რჩება: ადგილნაცვალი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გაძლიერაბა, რათა ადამიანებმა შეძლონ უკეთესი მომავლის შექმნა როგორც პირადი, ასევე საკუთარი ოჯახებისათვის. სჰცა-ს სტრატეგიული მიზნები და ამოცანები ორგანიზაციის გამგეობის მიერაა განსაზღვრული და მას ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ახორციელებს, რომელიც გამგეობას წელიწადში სულ მცირე ოთხჯერ აბარებს ანგარიშს. აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციის საქმიანობას 4 ძირითადი მიმართულებით განკარგავს. ე მიმართულებები გახლავთ: პროგრამული, ფინანსური, შესყიდვები/ლოჯისტიკა და ადმინისტრაციული. ცენტრი “აფხაზეთის” თანამშრომელთა 85% დევნილია, რაც ორგანიზაციის ერთ-ერთი პრინციპის ”დევნილები, დევნილების სამსახურში” დადასტურებაა. წელბის მანძილზე სჰცა-მ განავითარა ორგანიზაციული შესაძლებლობები და აქტივები, გააუმჯობესა და გადაამზადა თანამშრომლები, განავითარა შიდა სტრუქტურა, შექმნა შიდა მონიტორინგისა და ფინანსური ანგარიშგების სისტემა და ეფექტური შიდა რეგულაციები.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 032 294 45 44  

  • ელ-ფოსტა

    tbilisi@chca.org.ge

  • საქმიანობის სფერო

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი