სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ბიუ ბიუ
ბიუ ბიუ

ბიუ ბიუ

შესახებ

ბიუ-ბიუ-ს მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. ჩვენი კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას გვაძლევს სრულად ვაკონტროლოთ ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე - ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციითა და რეალიზაციით დამთავრებული.

 

ISO სტანდარტი

კომპანია „ჩირინას“ დაწყებული აქვს HACCP-ის კონცეფციით ISO 22000 სერტიფიცირების პროცესი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხის მართვის სისტემა ინერგება. ეს თავის მხრივ საუკეთესო საბოლოო პროდუქტის გარანტიაა.

 

ჩვენი უპირატესობები

  • "ჩირინა" ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიაა, რომელიც ხარისხს წარმოების ყველა ეტაპზე აკონტროლებს.
  • ბიუბიუს  ფრინველი ქართულ მიწაზე მოყვანილი ნედლეულით იკვებება.
  • მარცვლეული წარმოებაში გაშვებამდე ლაბორატორიულად  სრულყოფილად  მოწმდება.
  • კომბინირებული საკვების ქარხანაში, ყოველგვარი ჰორმონული და გენმოდიფიციდრებული დანამატების გარეშე, მზადდება სრულფასოვანი გრანულირებული საკვები, რომლითაც  ჩვენი ფრინველი იკვებება.
  • ინკუბატორში დანერგილი თანამედროვე სისტემა, უზრუნველყოფს წიწილის ემბრიონის სათანადო განვითარებას.
  • ფერმებში ყველა პროცესი ავტომატიზებულია. ფრინველი იზრდება სუფთა, ჯანსაღ გარემოში.
  • ხორცის დამუშავების პროცესი, ადამიანის მინიმალური ჩართულობით, უმაღლესი სტანდარტის საწარმოო ხაზზე მიმდინარეობს, რის შედეგადაც ვიღებთ იდეალურად გასუფთავებულ ქათამს კრიალა კანით.
  • ჰაერით გაციების ტექნოლოგიის წყალობით პროდუქტი სრულიად მშრალია და მომხმარებელს გაყინულ წყალში ფულის გადახდა არ უწევს.
  • კომპანია ზრუნავს გარემოზე. ამუშავებს ნარჩენებს და არ აბინძურებს ბუნებას.
  • მოწესრიგებული სადისტრიბუციო ქსელი უზრუნველყოფს   ბიუბიუს  პროდუქციის ყველა სავაჭრო ობიექტზე უსაფრთხოდ მიტანას.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 032 2000 221  

  • ელ-ფოსტა

    info@chirina.ge

  • საქმიანობის სფერო

    ვაჭრობა; წარმოება

  • კარიერის გვერდი

    biubiu.ge/index.php?page=Career
  • განცხადებები 0

მდებარეობა

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი